ბლოგი:
მარტი 11, 2015
ავტორი Anika
გაზაფხულის თანმდევი ავიტამინოზი ჩვენთვის სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს: დარწმუნებული ვარ, კარგად გვაქვს გათავისებული, რომ ამ დროს ორგანიზმს ზამთრის პერიოდში ამოწურული მარაგის მაქსიმალური შევსება და ვიტამინებით გამდიდრება სჭირდება. ამ პროცესში კი, ბუნებრივია, კანსაც სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს. მართალია, ვიტამინებით მდიდარი საკვების და ექიმის მიერ შერჩეული მულტივიტამინების მიღებით ორგანიზმთან ერთად თქვენი კანიც მიიღებს სარგებელს, მაგრამ ეფექტი მაქსიმალურად შესამჩნევი რომ იყოს, კოსმეტოლოგები დამატებით ვიტამინებით მდიდარი კანის მოვლის საშუალებების გამოყენებას გვირჩევენ.
კოსმეტოლოგების რჩევები, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ ვიტამინების შემცველი პროდუქციის გამოყენებისას:
1. კანმა კონკრეტული პროდუქტისგან მაქსიმალური სარგებელი რომ მიიღოს, არ უნდა დაგვავიწყდეს კანის სათანადოდ გაწმენდა/გასუფთავება და ტონიზირება - მოკლედ, კანი კარგად უნდა მოვამზადოთ და ვიტამინებიც დანიშნულების ადგილს ადვილად მიაღწევენ.
2. ყურადღებით გავეცნოთ პროდუქტის ინსტრუქციას, რა ვიტამინებს შეიცავს და დღის რომელ მონაკვეთშია რეკომენდირებული მისი გამოყენება, ვინაიდან ზოგი ინგრედიენტი დილით უფრო ეფექტურია, ზოგი კი -ღამით. მაგალითად, კოსმეტოლოგების თქმით, C ვიტამინი კარგად აითვისება დღის პირველ ნახევარში, ხოლო A ვიტამინის შემცველი პროდუქტი უმჯობესია ღამით წავისვათ.
3. ვიტამინებმა შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიონ. ამიტომაც, უმჯობესია, კონკრეტული პროდუქტი თავიდან კანის მცირე მონაკვეთზე გადავისვათ და დავაკვირდეთ კანის რეაქციას. მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ არავითარ გაღიზიანებას და ალერგიულ რეაქციას არ აქვს ადგილი, შეგიძლიათ უკვე მშვიდად გამოიყენოთ პროდუქტი.
უმთავრესი ვიტამინები, რომელთაც კანის მოვლის საშუალებებში ვხვდებით:
- A ვიტამინი (ბეტა-კაროტინი, რეტინოლი): ეს ანტიოქსიდანტი უჯრედების განახლებას და კანის კოლაგენის გაუმჯობესებას იწყობს ხელს. ის ღრმად აღწევს ეპიდერმისში, კარგად ატენიანებს კანს და მას სიმკვრივეს და ელასტიურობას ანიჭებს.
- B1 ვიტამინი: ის კანის და თმის ჯანმრთელ იერზე ზრუნავს.
- C ვიტამინი: კანის ახალგაზრდული იერის და ფერის შენარჩუნებაში გვეხმარება. ის კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს, თრგუნავს თავისუფალ რადიკალებს, ასევე გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება და აძლიერებს სისხლძარღვებს.
- E ვიტამინი: ანტიოქსიდანტი, რომელიც კანც ამკვირვებს და ჭიმავს.
- K ვიტამინი: აფერმკრთალებს პიგმენტურ ლაქებს და ამცირებს შეუპებას.
Superdefense SPF 20 Daily Defense Moisturizer, Clinique სუპერდამატენიანებელი საცხი С და Е ვიტამინებით.
ტუჩის ბალზამი Kenzoki Е ვიტამინით
Vitalskin, Darphin ენერგიის აღმდგენი საცხი მშრალი კანისთვის B5 ვიტამინით.
Polyphenol C15, Caudalie გელ-კრემი თვალის და ტუჩის ზონისთვის С ვიტამინით.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა