ბლოგი:
იანვარი 18, 2013
ავტორი Anika
თითქმის ერთი წელია რაც ანიკას ბლოგი არსებობს (დაახლოებით 10 თვე) და ამ დროის განმავლობაში არაერთ საჭირბოროტო და აქტუალურ თემაზე გვისაუბრია ამ ბლოგის სივრცეში. თუმცა, წინა პოსტებს თვალი რომ გადავავლე, მივხვდი, რომ წარბების მოვლას და მათ იდეალურ ფორმებზე ზრუნვას არასდროს შევხებივართ. არადა, რეალურად, ისინი ხომ გადამწყვეტ როლს ასრულებენ ჩვენი გამოხედვის ფორმულირებაში?!
ამიტომაც, დღევანდელ პოსტში გადავწყვიტე იმ დეკორატიულ კოსმეტიკაზე მოგიყვეთ, რომლებიც სწორედ რომ წარბების ფორმაში მოყვანაში დაგვეხმარება.
Clarins-ის Eyebrow Kit Pro Palette სუპერკომპაქტური ნაკრებია წარბების პროფესიონალური მოვლისთვის, რომელიც თქვენს კოსმეტიკურ ჩანთაში მინიმალურ ადგილს დაიკავებს. დიდი ზომის სარკესთან ერთად ეს ნაკრები სამი ტონალობის თვალის პუდრას, წარბების დასაფიქსირებელ ცვილს, აპლიკატორს და პატარა პინცეტს მოიცავს.
Shiseido-ს Eyebrow & Eyeliner Compact კლარინსის მსგავსად მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა, მაგრამ წარბებისთვის ფერისა და ფორმის მისაცემად ყველაზე აუცილებელ ელემენტებს შეიცავს: ორი ფერის დაპრესილ პუდრას, თავისი ორნაირი აპლიკატორით.
მათთვის, ვისაც მინიმალური ძალისხმევის დახარჯვა სურს წარბების მიმართულებით, იდეალური იქნება Estée Lauder-ის Automatic Brow Pencil Duo, რომელიც ორი განსხვავებული ფუნჯის წყალობით, წარბების ფერსაც გამოკვეთს და იმავდროულად მათ ფორმასაც აძლევს.
Lancôme-ის Modèle Sourcils Brow Groomer კი წარბების მაქსიმალურად ბუნებრივი და იმავდროულად მოვლილი შეფერილობის გარანტიაა. მასში მოთავსებული გელის წყალობით, ის მიმართულებას აძლევს და აფიქსირებს წარბებს.
კლარინსის სრული ნაკრების ალტერნატივაა Chanel Le Sourcil, რომელიც ასევე სამ ფერს, ორ აპლიკატორს და პინცეტს მოიცავს. წარბებისთვის ფერის მისაცემ პუდრაში შემავალი მინერალური პიგმენტების მაღალი კონცენტრაცია ხანგრძლივი ეფექტის გარანტია.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა