ბლოგი:
აგვისტო 09, 2012
ავტორი Anika
არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად ძლიერ გიყვართ წითელი ღვინო და რამდენად ხშირად მოიხმართ მას. ახალ სეზონს ახალი წესები მოაქვს - ეს მათთვის, ვინც მოდის ტენდენციებს ითვალისწინებს და მისდევს. თუმცა, ვფიქრობ, წითელი ფერის ტუჩის საცხის ტარებას სეზონი არ გააჩნია, ისევე როგორც ყველაფერს, რაც გიხდება და შენს პიროვნებას ესადაგება. მაგრამ ხანდახად დამოუკიდებლად გიჭირს ხოლმე გადაწვეტილების მიღება და ამა თუ იმ ფერზე არჩევანის შეჩერება, ამიტომაც,ასეთ შემთხვევებში, გარკვეულ “დახმარებას” სეზონური, მოდური ტალღები გვიწევს ხოლმე.
ძალიან რომ არ გამიგრძლედეს, მოკლედ გეტყვით, რომ შემოდგომის სეზონური ჩვენებებისას ერთი სასიამოვნო ტენდენცია გამოიკვეთა: ბორდოს თემაზე ვარიაციები ტუჩსაცხთან დაკავშირებით. ეს ტენდენცია იმდენად ძლიერად წამოვიდა, რომ ჰოლივუდის ვარსკვავებმა უკვე მოახერხეს მისი ტესტირება წითელ ხალიჩებზე და ძალიან წარმატებულადაც.
პოდიუმებზე ბორდოს თემაზე მრავალფეროვანი განწყობის მაკიაჟის ხილვა იყო შესაძლებელი: გოთიკურიდან და პანკურიდან მოყოლებული სუპერელეგანტურით დამთავრებული. Gucci-ს ჩვენებაზე გაელვებული მუქი ბორდოსფერი ტუჩები შემდგომ Versace, Etro-ს და Bottega Veneta-ს ჩვენებებზე გაგრძელდა.
შინდისფერ-ალუბლისფერი ტუჩები განსაკუთრებით ელეგანტური საღამოს წვეულებებზეა, როდესაც ლამაზ საღამოს კაბასთან თუ ანსამბლთან ერთად 1930-იანი წლების ჰოლივუდის რომელიმე კინოვარსკვლავად კი შეიძლება მოახერხოთ გარდასახვა.
ბორდოსფერი ტუჩსაცხის ფერთა პალიტრაში არჩევანის გაკეთებისას გაითვალისწინეთ ვიზაჟისტების რჩევა, რომ ჩამქრალი, არამყვირალა ბორდოსფერი შუქს შტთანთქავს და ამიტომაც ტუჩებს უფრო თხელს და ნაკლებად მოცულობითს აჩენს. ამიტომაც, კარგი იქნება, თუ ასეთი საცხის წასმის შემდეგ ერთ წვეთ მბზინავს დაიდებთ ტუჩებზე და ნაზად გადაინაწილებთ - ეს დაგეხმარებათ ტუჩებისთვის მოცულობის დაბრუნებაში.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა