წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

წიწიბურას სასარგებლო თვისებები

ბლოგი:
აპრილი 10, 2015
ავტორი Anika
დილაობით, როცა ჩემს შვილებს წიწიბურას ფაფას ვუმზადებ, ის საუზმე თანაზიარი გამოგვდის ხოლმე: წიწიბურას მეტობით ვყრი, რძესაც ოდნავ მეტს ვასხამ და ბავშვებთან ერთად, საკუთარი თავისთვისაც სასარგებლო და ნოყიერი საუზმე გარანტირებული მაქვს, ყოველგვარი ზედმეტი ფაციფუცის გარეშე. ამინომჟავები, რკინა, კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი, თუთია, იოდი, ფტორი, B ჯგუფის ვიტამინები, E ვიტამინი, უჯრედისი - ეს ყოველივე წიწიბურას მარცვლებშია თავმოყრილი. ეს ბურღულეული 16%-ით ადვილად ათვისებადი ცილებისგან (მათ შორის, შეუცვლელი ამინო-მჟავები არგინინი და ლიზინი), 30%-მდე ნახშირწყლებისგან და 3%-მდე ცხიმებისგან შედგება.

წიწიბურას კონკრეტულ სარგებელს რაც შეეხება, ახლავე მოგახსენებთ: მასში შემავალი რკინა (და წიწიბურა საკმაოდ დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს) სისხლის წითელი სხეულების წარმოქმნას უწყობს ხელს და სახის კანის ჯანმრთელი ფერის გარანტია. მისი მიღება ექიმების მიერ რეკომენდირებულია ანემიის დროს, ვინაიდან ის არეგულირებს სისხლში ჰემოგლობინის დონეს. წიწიბურაში შემავალი კალიუმი ოპტიმალურ არტერიულ წნევას უზრუნველყოფს, კალციუმი - კარიესთან, ადვილად მტვრევად ფრჩხილებთან და სუსტ ძვლოვან სისტემასთან ბრძოლაში საუკეთესო მოკავშირეა; მაგნიუმი კი დეპრესიისგან გვიცავს და ზედმეტი წონის დაგროვების პრევენციაში გვეხმარება.

665@495@9abe06a77ba0b6ed7a454554cdbd9e21-NTM5ZWQ5MWZmOQ

ექიმების აზრით, წიწიბურა სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულებისთვის და ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის. წიწიბურას ფაფა იდეალურია გულის და ღვიძლის ფუნქციონირების დასახმარებლად, ის ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი ქოლესტერინის, შლაკების და მძიმე მეტალების იონების გამოდევნას, რაც დღევანდელი ეკოლოგიური პირობების გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ამას გარდა, წიწიბურა სასარგებლოა სისხლძარღვების დაავადებების, ართრიტის და რევმატიზმის მქონე ადამიანებისთვის და არაჩვეულებრივი დამხმარეა, სხვადასხვა დერმატოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად.

მართალია, წიწიბურა თავადაც შეიძლება ალერგიული რეაქციის გამომწვევი გახდეს (რაც იშვიათად ხდება), თუმცა მას ხშირად უნიშნავენ გულტენზე და ხორცზე ალერგიის მქონე ადამიანებს: შეუცვლელი ამინო-მჟავების მაღალი შემცველობის წყალობით, წიწიბურაში არსებული ცილები მიახლოვებული ცხოველური წარმოშობის ცილებთან.

კალორიულობას რაც შეეხება, წიწიბურა დაბალკალორიული პროდუქტი ნამდვილად არ არის: 100 გრამზე 307 კკალ. მოდის, თუმცა ის ერთ-ერთი ბურღულეულთაგანია, რომელიც როგორც ჩვეულებრივი, ასევე დიეტური კვებისთვის იდეალური ინგრედიენტია.

მოკლედ, თუ თქვენ ამ დიდებული ბურღულეულის დიდი მწყალობელი არასდროს ყოფილხართ, გირჩევთ, საკუთარ პრიორიტეტებს გადახედოთ და ის კვების რაციონში გარკვეული დოზებით მაინც შეიტანოთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები