წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

წონაში დაკლების უცნაური მეთოდები

ბლოგი:
თებერვალი 18, 2013
ავტორი Anika
როგორც კი ვაცნობიერებთ, რომ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი შემოგვეპარა, ავტომატურად გვერთვება განგაში და სუპერდიეტების მოძიებას ვიწყენთ: ცილოვანი სჯობს თუ ხილის დიეტა? ან იქნებ სულაც ბრინჯის დიეტა გამეკეთებინა? მსგავსი შეკითხვები ალბათ, ბევრს ჩვენგანს გადაგვითვლია გონებაში. თუმცა, ხშირად გვავიწყდება ის, რომ არსებობს პატარა, სრულიად უმტკივნეული რჩევები, რომელთა გათვალისწინებით შემთხვევაში ძალზე მარტივად შეგვიძლია გარკვეული დროის განმავლობაში რამდენიმე ზედმეტი კილოგრამისგან გავთავისუფლდეთ.

მეცნიერებმა ერთი ასეთი საინტერესო კვლევა ჩაატარეს: 96 ჭარბწონიან ქალს 26 კვირის მანძილზე ყოველდღიურად მულტივიტამინების (ამ ჯგუფის ნაწილი მულტივიტამინების ნაცვლად კალციუმის დანამატებს იღებდა) კომპლექსი მიაღებინეს. შედეგად, იმ ქალებმა, რომელთაც მულტივიტამინების კურსი გაიარეს, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლეს სხეულის ცხიმის მასის საგრძნობლად შემცირება. ექიმი ლუის არონი ასე ხსნის ამ ყველაფერს: “შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანი საჭიროზე მეტი რაოდენობით საკვებს იმ მარტივი მიზეზის გამო იღებდეს, რომ კონკრეტული საკვები ნივთიერების ძიებაშია.”



ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევის შედეგების თანახმად, ღამით მაქსიმალურ სიბნელეში ძილი შესაძლოა წონაში დაკლების ერთ-ერთი დამხმარე იყოს. ჩატარებული კვლევის მიხედვით, თაგვები, რომელთაც სრულ სიბნელეში სძინავთ, ნაკლებად იმატებენ წონაში, ვიდრე ისინი, რომელთაც თუნდაც ძალიან დაბალი და სუსტი განათება აქვთ ოთახში.



თუ ნებისყოფამ გიმტყუნათ და დიდი რაოდენობით ან არაჯანსაღი საკები მიიღეთ, თავს ნუ დაიდანაშაულებთ, ამბობს ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი კრისტინ ნეფი. როგორც ირკვევა, ადამიანებისთვის, რომლებიც რეგულარულად დიეტას იცავენ და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ, ძალიან საშიში ფაქტორი ყოფილა ასეთი გადამეტებული კვების შემდეგ გაჩენილი დანაშაულის შეგრძნება. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ საკუთარი თავის დადანაშაულების შეგრძნება კიდევ უფრო მოუწესრიგებელი კვებისკენ და ზედმეტი საკვების მიღებისკენ გვიბიძგებს.



ერთ-ერთი ექსპერიმენტით რამდენიმე ასეულ მოზარდს დღის განმავლობაში ტელევიზორის ყურება 50%-ით შეუმცირეს. შედეგად კი დაადგინეს, რომ ამ შემცირების ხარჯზე ადამიანები დღის განმავლობაში საშუალოდ 119 კალორიით მეტ ენერგიას ხარჯავდნენ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



მსგავსი ბლოგები