We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

წონაში კლების დამხმარე პროდუქტები

_from blog_:
_March_ 15, 2013
_by_ Anika
დიეტაზე, ჯანსაღ კვებაზე და ზოგადად ჯანმრთელი ცხოვრების წესის თანმდევ სასარგებლო ჩვევებზე ანიკას ბლოგში არაერთხელ გვისაუბრია. დღეს ისევ ამ თემას მინდა შევეხო და რამდენიმე პროდუქტი შეგახსენოთ, რომლებიც წონის დარეგულირებაში ისე გვეხმარებიან, რომ ბევრ ჩვენგანს ეს არც კი გვაქვს გაცნობიერებული.

ღვინო - გაგიკვირდებათ ამ სიაში ღვინის დანახვა, ალბათ, ვინაიდან ზოგადად მიჩნეულია, რომ ალკოჰოლური სასმელი არათუ წონაში გვაკლებინებს, არამედ პირიქით, ზედმეტი კილოგრამების დაგროვებაში გვეხმარება. ეს მითი წლების განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა დაანგრია, რომელთა თანახმადაც დადგინდა, რომ ქალები, რომლებიც დღის განმავლობაში 1-2 ჭიქა ღვინოს მიირთმევენ, გაცილებით ნაკლებად იმატებენ წონაში, ვიდრე ღვინოსადმი მწყრალად მყოფი კატეგორია. ჰოპოთეზის თანახმად, იმ ადამიანების ღვიძლი, რომლებიც ღვინოს სისტემატურად მიირთმევენ, ალკოჰოლის გადამუშავებისას მას ცხიმის ნაცვლად სითბოდ გარდაქმნიან. მაგალითად, თუ ქალი ერთი ჭიქა ღვინის დალევით 120 კალორიას იღებს, ამ კალორიის დიდი ნაწილი ეფექტურად დაიწვება. მაგრამ თუ 120 კალორიას ღვინის ნაცვლად პიცის მცირე ულუფით მივიღებთ, ასეთ შემთხვევაში მიღებული კალორიების უმეტესო სწორედ რომ ცხიმად შეინახება ორგანიზმში.

masl06_grapefruit

გრეიფრუტი და ვაშლი - ვიტამინების დიდი შემცველობის გარდა, ხილი ზოგადად უჯრედისით და წყლით არის მდიდარი, რისი წყალობითაც ადვილად მოდის დანაყრების შეგრძნება ისე, რომ მინიმალური ოდენობით კალორიებს ვიღებთ. კანადაში ჩატარებული კვლევის თანახმად, ის ადამიანები, რომლებიც ყოველი საკვების წინ ნახევარ გრეიფრუტს ან ერთ საშუალო ზომის ვაშლს მიირთმევდნენ, უფრო ნაკლებ კალორიას ითვისებდნენ მირთმეული საკვებიდან, ვიდრე სხვები. თანაც, საგულისხმო ის არის, რომ ამ შემთხვევაში ხილი უნდა მივიღოთ დაუმუშავებელი, ცოცხლად და არა წვენის სახით.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_