We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

წვიმის წვეთები

_from blog_:
_June_ 12, 2012
_by_ Anika
ვისაც მოგზაურობაში გიწევთ ხშირად ყოფნა, დამეთანხმებით, ალბათ, რომ ამ დროს, კანი განსაკუთრებულად შრება. თუნდაც ერთი მგზავრობა, რომელიც თვითმფრინავში 4-5 საათის გატარებას გულისხმობს და ერთი შეხედვით, ვითომც არაფერი, სინამდვილეში ძალიან ცუდად აისახება კანის მდგომარეობაზე: თვითმფრინავის ჰაერი კანს ბუნებრივ სინოტივეს აცლის და მას სრულიად გაუწყლოვანებულ მდგომარეობაში ტოვებს.


როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ მდგომარეობაში?! პასუხი მარტივია - კანი შეძლებისდაგვარად ინტენსიურად უნდა დავიტენიანოთ და სასურველია ეს პროცესი ჯერ კიდევ თვითმფრინავში ყოფნისას დაიწყოთ. ცოტა ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება მოვახერხოთ ფრენისას ამ პროცედურის შესრულება, რომელიც კლასიკურ ვარიანტში, სახის გაწმენდას და შემდეგ დამატენიანებელი საცხის გადასმას გულისხმობს. ამისათვის კოსმეტიკურმა კომპანიებმა ერთი ძალიან მოსახერებელი საშუალება, სახის "სპრეი" გამოიგონეს. ახალი გამოგონება არ გეგონოთ, უკვე რამდენიმე წელია ბაზარზე არსებობს, უბრალოდ მასზე ძალიან ცოტა ვინმე თუ საუბრობს, ამიტომაც გადავწყვიტე თქვენთვის ამ სასარგებლო პროდუქტის შესახებ მომეყოლა.


ასეთი სპრეის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი უმცირესი წვეთები საშუალებას გვაძლევს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში მარტივად, ერთი შეშხაპუნებით დავიცვათ სახის კანი გაუწყლოვანებისგან. და ეს მხოლოდ ფრენის შემდგომ პერიოდს არ შეეხება - ეს სპრეი იმავენაირად გამოიყენება გარუჯვის შემდეგ, სტრესული სიტუაციების დასაბალანსებლად (სახის კოსმეტიკური პროცედურების შემდეგ). ის იდეალურია სახის გაწმენდის დასასრულებლად, მაკიაჟის გასამყარებლად და სახის საცხების თუ ნიღბების მოქმედების გასაძლიერებლად. როგორც კი სახის დაბანა-გაწმენის შემდეგ სახეზე სპრეის შეიშხაპუნებთ, ეგრევე გადაისვით დღის/ღამის შესაბამისი საცხი, ისე რომ კანი არ შეიმშრალოთ. ასე სპრეის დამატენიანებელი და მატონიზირებელი ეფექტი გაცილებით შესამჩნევი იქნება.


სპრეის შეძენა სხვადასხვა ზომის ბოთლებში არის შესაძლებელი. ჩანთით სატარებლად შეგიძლიათ პატარა ზომის ბოთლი შეარჩიოთ, სახლისთვის კი დიდი ზომის, რომელიც გაცილებით ეკონომიურია ფასის მხრივ და დიდ ხანს გაგიძლებთ. გამოსცადეთ და შთაბეჭდილებები ანიკას ბლოგზე გაგვიზიარეთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_