ბლოგი:
აპრილი 05, 2015
ავტორი Anika
მაისს კახეთში, ლოპოტას ხეობაში დაგეგმილ Wings for Life მსოფლიო რბენისთვის ბევრი ჩვენგანი ემზადება, ალბათ. წელს "ბაკურიანი" ამ ღონისძიების პარტნიორი რომაა, ამის შესახებ ანიკას ბლოგის მკითხველებს უკვე გაცნობეთ: ვისაც გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიგიღიათ, კიდევ ერთხელ გიწვევთ ამ საქველმოქმედო რბენაში მონაწილეობის მისაღებად: შემოგვიერთდით!
სირბილი ხომ მნიშვნელოვანი დატვირთვაა ორგანიზმისთვის, ამდენად, ამ აქტივობის დროს საკმარისი რაოდენობით წყლის დალევა არ უნდა დაგვავიწყდეს. ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია წყლის დალევა სწორად შერჩეულ დროს და რა გავლენას ახდენს წყლის მიღება ადამიანის ჯანმრთელობაზე, ამის შესახებ კომპანია "ბაკურიანის" ინსტრუქტორის, ირმა შერაზადიშვილის სასარგებლო რჩევებს გაგიზიარებთ.
სწორად შერჩეულ დროს წყლის დალევა მის ეფექტურობას ზრდის.
2 ჭიქა წყლის მიღება გაღვიძების შემდეგ, ხელს უწყობს შინაგანი ორგანოების აქტივაციას;
კვებამდე 30 წუთით ადრე, ერთი ჭიქა წყლის დალევა საკვების მონელებას აუმჯობესებს;
1 ჭიქა წყლის მიღება აბაზანის მიღებამდე, დაბლა სწევს გულის წნევას;
1 ჭიქა წყალი დაძინებამდე გულის შეტევის რისკს ამცირებს.
ადამიანის სხეულის 70% წყლისგან შედგება.
სისხლში წყლის შემცველობა – 70%;
კუნთებში – 75%;
ცხიმოვან ქსოვილში – 10%;
ძვლებში – 22 %;
ტვინში – 85%.
ირმა შერაზადიშვილის რეკომენდაციით, მამაკაცებმა დღის განმავლობაში 3 ლიტრი წყალი უნდა მიიღონ, ხოლო ქალბატონებმა - 2,2 ლიტრი.
"უნდა დალიოთ უფრო მეტი სითხე, ვიდრე თქვენი ორგანიზმი გამოყოფს.
თუ სიცხეში ვარჯიშობთ, წყურვილის შეგრძნებას არ დაელოდოთ. დალიეთ წყალი ვარჯიშამდე, ვარჯიშის დროს და ვარჯიშის მერეც", - აღნიშნავს ირმა.
ვარჯიშის პერიოდში, სასურველია, 15-20 წუთში ერთხელ, ½ - 1 ჭიქა წყალი მიიღოთ, ვარჯიშამდე - 2 ჭიქა, ვარჯიშის შემდეგ კი 1 ჭიქა წყალი დალიოთ.
მონაცემები იცვლება იმის მიხედვით, თუ რამდენს ვარჯიშობთ, სად ვარჯიშობთ და როგორ გრძნობთ თავს.
10 საუკეთესო პროდუქტი წყლის ბალანსის აღსადგენად:
კიტრი - 96%
საზამთრო - 96%
ანანასი - 95%
სალათის ფურცლები - 95%
პომიდორი - 94%
ყურძენი - 95%
ბროკოლი - 95%
მანგო - 92%
ფორთოხალი - 92%
მსხალი - 89%
რამდენ ოფლს გამოყოფს ადამიანი, როდესაც 1 საათი ვარჯიშობს?
ადამიანის ორგანიზმი მაქსიმუმ 5ლ ოფლს გამოყოფს
ათლეტის ორგანიზმი - 3.7ლ. ოფლს
რიგითი ადამიანის ორგანიზმი კი 1.4 ლ.
"ოფლის გამოყოფის შემდეგ უნდა დალიოთ ბევრი წყალი, გადახვიდეთ უფრო გრილ ადგილზე, დაიბანოთ სახე და ტანი კანიდან მარილების მოსაშორებლად", - გირჩევთ "ბაკურიანის" ინსტრუქტორი ირმა შერაზადიშვილი.
ასე რომ გაითვალისწინეთ პროფესიონალის რჩევები და შემოგვიერთდით 3 მაისს ლოპოტას ხეობაში მსოფლიო რბენაში!
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა