We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

წყლის მნიშვნელობა მარათონის გარბენისას

_from blog_:
_June_ 10, 2017
_by_ Anika
გასული კვირის ბლოგ-პოსტში ვისაუბრეთ მარათონისთვის მზადებისას კვების ძირითად რეკომენდაციებზე, დღეს კი მოდით, დიდი გარბენის სამზადისის უმნიშვნელოვანეს კომპონენტზე, წყლის მიღებაზე ვისაუბროთ.

- დიდი დღისთვის სათანადოდ მომზადებული რომ ვიყოთ, დროულად უნდა ვიზრუნოთ ორგანიზმის წყლით მომარაგებაზე: მარათონამდე რამდენიმე კვირით ადრე დავიწყოთ ყოველდღიურად მიღებული წყლის ოდენობის გაკონტროლება, ვარჯიშის დროს კი ვიზრუნოთ იმაზე, რომ ფიზიკური აქტივობისას დაკარგული სითხის მარაგი ავინაზღაუროთ - წყლის მიღება უნდა მოხდეს როგორც ვარჯიშის მიმდინარეობისას მცირე ულუფებით, ისე ვარჯიშის დასრულების შემდეგ.

- იმის გარკვევაში, თუ რამდენად ადექვატურად არის ორგანიზმი წყლით მომარაგებული, თავად ორგანიზმი დაგვეხმარება: გამჭვირვალე, ჩალისფერი შარდი ამის ერთ-ერთი ინდიკატორია.

- მარათონისთვის მზადებისას სატესტო გარბენების შესრულებისას მიაქციეთ ყურადღება, რომ წყალთან წვდომა გქონდეთ: შეგიძლიათ მანქანაში მოიმარაგოთ ან ფული იქონიოთ თან და შესვენებისას წყალი შეიძინოთ და დალიოთ.

- მზადების ეტაპზე სატესტო გარბენების შესრულებისას, შეგვიძლია გარბენამდე და მის შემდეგ ავიწონოთ - ასე დაკარგული სითხის ოდენობის განსაზღვრას შევძლებთ. თუ დაკარგული სითხე წონის 2%-ს აღემატება, ეს იმას მიანიშნებს, რომ დატვირთვა შეგვიძლია შევამციროთ.

- მზადების ეტაპზე წყლის მიღება ჩვევად უნდა ვაქციოთ და ამაზე ყოველდღიურად ვიმუშაოთ: მუდმივად თან ვიქონიოთ წყლის ბოთლი, არ აქვს მნიშვნელობა ოფისში ვიქნებით თუ მანქანაში.

- უმჯობესია წყალი მცირე ულუფებით მივიღოთ, ვიდრე ერთბაშად მთლიანი ბოთლი გამოვცალოთ.

- წინასწარ მოიფიქრეთ წყლის მიღების გეგმა მზადების პერიოდისთვის და ასევე დიდი დღისთვისაც.

- არ დაგავიწყდეთ, რომ მარათონის დღეს განსაკუთრებული გრაფიკი და რეჟიმი გექნებათ, საუზმე და პირველი წყლის მიღება სავარაუდოდ დილით ადრიანად მოგიწევთ. ამიტომაც, მარათონის დილის სცენარი შეგიძლიათ მზადების პერიოდში ერთხელ ან ორჯერ გამოსცადოთ და ნახოთ, რამდენად ენერგიულად იგრძნობთ თავს და შეგაწუხებთ თუ არა წყურვილი და შესაბამისად, გამოცდილების მიხედვით დაარეგულიროთ,

_OTHER BLOGPOSTS_