We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ხელების და ფეხების მოვლა სქრაბების მეშვეობით

_from blog_:
_October_ 08, 2014
_by_ Anika
მანიკურსა და პედიკურთან დაკავშირებულ პროცედურებს და მანიპულაციებს ჩვენი უმრავლესობა, ალბათ, სალონის პირობებში იტარებს. მაგრამ ყველას არ ექნება იმის შესაძლებლობა, რომ იდეალურ ვარიანტში ყოველ 5 დღეში ერთხელ განაახლოს საკუთარი მანიკური, ხოლო პედიკური - კვირაში ერთხელ. თუმცა, არც ეს არის პრობლემა, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სახლის პირობებში ხელს შეუწყობთ მათ შენარჩუნებას და კვირაში 2-ჯერ მაინც სპეციალურ სქრაბებს გამოიყენებთ.

სქრაბი კოსმეტიკურ სიახლეს რა ხანია აღარ წარმოადენს. ეს პროდუქტი წვრილი ან შედარებით მსხვილი აბრაზიული ნაწილაკებისგან შედგება, რომლებიც შესაძლოა იყოს როგორ სინთეტური, ასევე მცენარეული წარმომავლობის (გარგარის გადამუშავებული კურკებით ან შაქრის კრისტალებით). სქრაბის მთავარი დანიშნულება კანის ზედა ფენის სწრაფი და ეფექტრუი მოცილებაა, თუმცა აქაც ზომიერება გვმართებს: კანის დაზიანება რომ არ გამოვიწვიოთ, დერმატოლოგები სქრაბით სარგებლობას კვირაში მხოლოდ 2-ჯერ გვირჩევენ.

hands scrub

სქრაბის გამოყენება იდეალურია მანიკურის ან პედიკურის კეთებისას: ასეთ დროს კანი სათანადოდ არის მომზადებული, რომ მკვდარი უჯრედებისგან სრულად განთავისუფლდეს. სახლის პირობებში ეს მარტივად შეგიძლიათ გააკეთოთ: პატარა აბაზანაში ასხამთ ცხელ წყალს, ამატებთ ზღვის მარილს და რამდენიმე წუთით ვათავსებთ შიგნით ფეხებს ან ხელებს, იმის მიხედვით, თუ რას ვიკეთებთ. შემდეგ წრიული მოძრაობებით, მასაჟის სახით ვიზელთ სქრაბს ფეხის ტერფზე ან ხელის მტევანზე. კარგად შევიზელთ და 3-4 წუთით დავიჩერებთ, რის შემდეგაც თბილი წყლით ჩამოვიბანთ. ბოლოს, აუცილებლად წავისვამთ დამატენიანებელ საცხს. გაითვალისწინეთ, რომ სქრაბის მშრალ კანზე წასმა არ არის სასურველი - ამან შესაძლოა, კანის დაზიანება და უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს.
feet-and-remove-dead-cellsbest-foot-scrub-recipebest-foot-scrub-reviewsbest-foot-creampedicure-600x292

აქვე გაგიზიარებთ სახლის პირობებში მოსამზადებული მარტივი და ძალიან ეფექტური სქრაბის რეცეპტსაც. ვიღებთ რამდენიმე სუფრის კოვზ ჩვეულებრივ შაქარს და ვამატებთ 1 ს.კ. ზეითუნის ზეთს, რამდენიმე კოვზ ცხიმიან ხელის ან ფეხის კრემს და რამდენიმე წვეთ ლიმნის წვენს. ასე მომზადებულ სქრაბს ვისვამთ შესაბამისად ფეხის ტერფებზე ან ხელებზე და 10 წუთი ვიჩერებთ, შემდეგ ჩამოვიბანთ თბილი წყლით.

ღამით, დაძინებამდე შეგიძლიათ ხელის ან ფეხის კონკრეტულ ზონებზე სპეციალური ნიღაბი ან მკვებავი კრემი გადაისვათ სქლად, არ მისცეთ საშუალება რომ ბოლომდე შეიწოვოს და გადაიცვათ წინდები (ხელების შემთხვევაში, სპეციალური ხელთათმანები, მაგრამ პირადად მე, ხელთათმანებით ძილის იდეა დიდად არ მხიბლავს). როგორც ამბობენ, დილით თქვენი კანი რბილი, დატენიანებული და გაჯანსაღებული იქნება.

სილამაზეს გისურვებთ,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_