We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ხილ-ბოსტნეულის ეფექტური განტვირთვის დიეტა

_from blog_:
_June_ 11, 2015
_by_ Anika
ზაფხულის პერიოდში, როცა ხილი და ბოსტნეული უხვად გვაქვს, დიეტა და განტვირთვის დღეები ყველაზე მარტივად დასაძლევი სირთულეებია. ამიტომაც, დღევანდელ პოსტში ისეთ განტვირთვის დიეტას გაგიზიარებთ, რომელიც ამ ცხელ დღეებში ზედმეტი კილოგრამების დაკლებაშიც დაგეხმარებათ და ორგანიზმიდან ტოქსინებს და შლაკებისაც გამოდევნის.

ხილ-ბოსტნეულის დიეტა - 8 დღის განმავლობაში ორგანიზმი ტოქსინებისგან გაიწმინდება და იმავდროულად დიდი რაოდენობით ვიტამინებს და მინერალებს მიიღებს.

დღე 1

საუზმე და სამხარი - 300-300 გრ. მოცვი

სადილი - კეფირზე მომზადებული აკროშკა

ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი; 300 გრ.მოცვი

დღე 2

საუზმე და სამხარი - 3-3 ცალი კივი (ზაფხულის პერიოდში, კივის არასეზონურობის გამო, შეგვიძლია ის გარგარით ჩავანაცვლოთ);

სადილი - კეფირზე მომზადებული აკროშკა

ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი  და 3 ც. კივი

დღე 3

საუზმე და სამხარი - 2-2 ც. კიტრი

სადილი - კეფირზე მომზადებული აკროშკა

ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი და 1 ც. კიტრი

დღე 4

საუზმე და სამხარი - 1-1 ც. მოზრდილი მსხალი

სადილი - კეფირზე მომზადებული აკროშკა

ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი და 1 ც. კიტრი

დღე 5

საუზმე და სამხარი - 100-100 გრ. უცხიმო ხაჭო სასურველი მწვანილით

სადილი - კეფირზე მომზადებული აკროშკა

ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი და 1 ც. კიტრი

დღე 6

საუზმე, სამხარი და სადილი - 200-200 გრ. მოხარშული საქონლის ხორცი

ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

დღე 7

საუზმე, სამხარი და სადილი - 200-200 გრ. მოხარშული თევზი

ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

დღე 8

საუზმე, სამხარი და სადილი - 200-200 გრ. ზღვის პროდუქტები

ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

აკროშკას (იგივე ცივი სუპი) მომზადების წესს რაც შეეხება, ინტერნეტში მრავალნაირ რეცეპტს ნახავთ. დიეტის ფარგლებში ოპტიმალურად ითვლება სტაფილო, კარტოფილი, კიტრის, კვერცხის, მწვანე ხახვის, კამის და კეფირის მეშვეობით მომზადებული აკროშკას მირთმევა.

თქვენი არ ვიცი და ჩემი გადმოსახედიდან, ნებისყოფის და გამძლეობის საკმაო მობილიზება დასჭირდება ამ განტვირთვის დიეტას 8 დღის განმავლობაში, თუმცა, ორგანიზმისთვის საბოლოოდ გათვალისწინებული სასარგებლო შედეგების გათვალისწინებით, ცდად ნამდვილად უნდა ღირდეს.

წარმატებებს გისურვებთ!

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_