We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ხილი, რომელიც ცხიმების წვაში გვეხმარება

_from blog_:
_June_ 22, 2018
_by_ Anika
როცა საქმე წონაში კლებას ეხება, თანაბრად მნიშვნელოვანია თუ რას მივირთმევთ და რის მირთმევისგან ვიკავებთ თავს. ვისაც ხილი გვიყვარს, გაგვიმართლა - ხილი სხვა დანარჩენს სიკეთეებთან ერთად, ორგანიზმს ცხიმის წვაში და ტკბილისადმი ლტოლვის დარეგულირებაში გვეხმარება. არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ხილის მიღება დადებითად მოქმედებს წონაში კლების პროცესზე: ხილში ცოტა კილოკალორიაა; მდიდარი მნიშვნელოვანი მკვებავი ნივთიერებებით და დიდი ხნით გვანაყრებს. თუმცა, ხილის ზოგადი კატეგორიის გარდა, არსებობს ხილის კონკრეტული სახეობები, რომლებიც განსაკუთრებით ეფექტურია ცხიმის წვის მხრივ და დღევანდელ პოსტში სწორედ ამ პროდუქტებს გაგაცნობთ.

1. ვაშლი - ერთ-ერთი უჯრედისით ყველაზე მდიდარია ხილია, უჯრედისი კი მუცლის ცხიმის წვის პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს. კვლევები აჩვენებს, რომ დღის განმავლობაში დიდი ოდენობით ხსნადი უჯრედისის მიღება 5 წლის პერიოდში 3.7% ამცირებს მუცლის ცხიმის ოდენობას.

2. გარგარი - დიეტის დროს ერთ-ერთი საუკეთესო დამხმარეა. მასში არსებული უჯრედისი წყლის დიდ ოდენობას ისრუტავს და დიდი ხნით გვიქრობს შიმშილის გრძნობას.

2.-Apricots

3. ავოკადო - ავოკადო ცხიმის (ჯანმრთელი ცხიმის!) მაღალი შემცველობითაა ცნობილი, თუმცა შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა არ იცოდეს, რომ ავოკადო უჯრედისის ფანტასტიური წყაროა. მასში დიდი ოდენობით შემავალი ომეგა-9 ცხიმ-მჟავა, მეტაბოლურ პროცესს ეხმარება ცხიმის ენერგიად გარდაქმნით.

4. მოცვი - ზოგადად, კენკრას ნებისმიერი სახეობა ანტიოქსიდანტების ღირებული წყაროა, მათ შორის, კი მოცვი ჩემპიონია. მოცვში არსებული დიდი ოდენობით ანტიოქსიდანტები მეტაბოლურ პროცესებს აჩქარებენ, რაც ცხიმების სწრაფად წვას უწყობს ხელს.

5. ნესვი - ეს განსაკუთრებით გემრიელი და არომატული ხილი ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებით არის გამორჩეული. შიდა ანთებები ზოგადად ცხიმისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის, ამიტომაც არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ ანთებით პროცესებს არ მივცეთ გასაქანი.

6.

_OTHER BLOGPOSTS_