წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ხიზილალა ჩვენი კანისთვის

ბლოგი:
დეკემბერი 09, 2012
ავტორი Anika
ცნობილი შვეიცარული ბრენდი La Prairie-ს შესახებ, ხომ გსმენიათ?! მარტო იმიტომ გემახსოვრებათ, რომ სწორედ ამ კოსმეტიკურ კომპანიას აქვს უნიკალური თავის მოვლის ხაზი, რომელიც შავ ხიზილალაზე მზადდება. თუმცა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, იცნობთ თუ არ იცნობთ ამ ბრენდს - დღევანდელ პოსტში მინდა ანიკას ბლოგის მკითხველებს ხიზილალას ხაზის საინტერესო ფაქტებზე მოგიყვეთ.

The Caviar Collection ყველაზე პოპულარული ხაზია იმ 82 ქვეყნის გაყიდვების მიხედვით, სადაც La Prairie-ს პროდუქცია არის წარმოდგენილი. ამ ხაზს სატელევიზიო დებიუტიც კი ჰქონდა 7 წლის წინ: ფილმი “Monster in Law” ჯეინ ფონდას და ჯენიფერ ლოპესის მონაწილეობით თუ გაქვთ ნანახი, შეიძლება გახსოვთ კიდეც, ერთ-ერთ ეპიზოდში გამოჩენილი Skin Caviar Luxe Cream.

ეს ხაზი არაერთი ცნობილი ადამიანის ფავოროტია, მათ შორის, ვიქტორია ბექჰემისაც. თავის წიგნში “That Extra Half and Inch” ბექჰემი აღიარებს, რომ ხიზილალას ექსტრაქტზე დამზადებული ტანის ემულსია Skin Caviar Luxe Body Emulsion მართალია ძვირადღირებული სიამოვნებაა, მაგრამ სამაგიეროდ განსაკუთრებული პროდუქტია, რომელიც კანს საოცარ სიმსუბუქეს ანიჭებს.

როცა ეს ხაზი პირველად 1998 წელს გამოვიდა, მაშინ ერთი საცხის ღირებულება 300 დოლარს შეადგენდა, რაც იმ დროისთვის ძალიან მაღალ ფასად ითვლებოდა თავის მოვლის საშუალებებში.


25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ამ ხაზმა ახალი პროდუქტი გამოუშვა: Skin Caviar Liquid Lift, რომლის ერთი წვეთიც საკმარისია საიმისოდ, რომ კანი უფრო მკვრივი და აწეული გახდეს. გარდა ამისა, ეს ხიზილალა კანის უჯრედების ფუნქციონირებას იცავს და აღადგენს, ხაზების და ნაოჭების გაჩენას და გაღრმავებას პრევენციას უკეთებს და ყველაფერთან ერთად, კანს ატენიანებს, კვებავს და იცავს გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან. 50 მილიგრამიანი პროდუქტის ღირებულება 500 დოლარს შეადგენს - სოლიდური თანხაა სახის საცხისთვის, მაგრამ პროდუქციის მიმხმარებელთა რეკომენდაციებით თუ ვიმსჯელებთ, მოხმარების შედეგი ნამდვილად ამართლებს პროდუქციის ფასს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები