წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ხვეული თმის მოვლის ეფექტიანი საშუალებები

ბლოგი:
მაისი 19, 2016
ავტორი Anika
კლასიკური გაგებით ხვეული, ხუჭუჭი თმა არასდროს მქონია, თუმცა ამის გარეშეც, ტალღოვანი თმის პირობებშიც კარგად ვიცი რას ნიშნავს ზაფხულის ცხელი დღეებისთვის ჩვეული მომატებული ტენიანობა: თმა მომენტალურად ძნელად დასამორჩილებელი ხდება, ღერები ძირებიდან ბოლოებამდე ფუვდება (უშნოდ, ძალიან არ მომწონს) და კარგი ამ ამბიდან არაფერი გამოდის. ჩემი ხვეულთმიანი მეგობრისგან კი კარგად ვიცი, თუ რამდენად უფრო მეტად უსიამოვნოა ეს ყველაფერი მისი თმის სპეციფიკიდან გამომდინარე.

გამოსავალი? სპეციალური თმის მოვლის საშუალებები, რომლებიც დამუხტულ, წყობიდანგამოსული თმის მორჯულებაში დაგეხმარებათ. დღეს თმის სტილისტების მიერ რეკომენდებულ რამდენიმე ასეთ პროდუქტს წარმოგიდგენთ:

schwarzkopf-bc-sealed-ends

1. Schwarzkopf BC Repair Rescue Sealed Ends - ეს პროდუქტი თხელი და საშუალო სისქის თმისთვისაა განკუთვნილი. საკმაოდ მსუბუქი ტექსტურა აქვს, კარგად ნაწილდებს თმაზე და ძალიან ეფექტიანია ჩვენი ნებისგან დამოუკიდებლად დახვეულ-დატენიანებული თხელი თმის ფორმაში მოსაყვანად. ის ამინო-მჟავებს და პანთენოლს შეიცავს და თმას აღდგენაში და მისთვის აუცილებელი ტენიანობის შენარჩუნებაში ეხმარება.

kerastase-oleo-relax

2. Kerastase Nutritive Ole Relax - ეს შრატი თმას მომენტალურ მბზინვარებას მატებს და დიდი ხნით იცავს არასასურველი დახვევისგან. რეალურად, მხოლოდ რამდენიმე წვეთი გესაჭიროებათ საიმისოდ, რომ ყალყზე დამდგარი თმა ჩვეულ ფორმას დაუბრუნდეს. პალმის და შორეას ზეთები თმის ღერს იდეალურად ატენიანებენ და მას ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნებაში ეხმარებიან.

fekkai-brilliant-gloss-creme

3. Fekkai Brillian Glossing Creme - ეს პროდუქტი სქელი თმისთვის იდეალურია. ზეითუნის ზეთზე დამზადებული კრემი თმაში სწრაფად შეიწოვება, მას მბზინვარებას და სისწორეს უბრუნებს. მისი შეძენა ამაზონის ონლაინმაღაზიაში 12-14 აშშ დოლარის ფარგლებშია შესაძლებელი.

alterna-bamboo-kendi-oil-mist

4. Alterna Bamboo Smooth Kendi Oil - ორგანულ ბამბუკზე (რომელიც თმას აძლიერებს) და კენდის ზეთზე დამზადებული სპრეი-ზეთი ერთგვარი პრაიმერია თმისთვის: ღრმად ატენიანებს მას, ეხმარება გაყოფილი ბოლოების გამოჯანმრთელებაში, იცავს გარემოს მავნე ფაქტოების ზემოქმედებისგან და შეღებილ თმას ფერის შენარჩუნებაში ეხმარება. მარტივი გამოსაყენებელია: საშრობით თმის გაშრობამდე მცირე რაოდენობას შევისხურებთ ან სულაც შეგიძლიათ სველ თმაზე დაიტანოთ და ბუნებრივად გაიშროთ, ყოველგვარი ელექტრო მოწყობილობების გარეშე. ეს პროდუქტი ამაზონის მაღაზიაში 17 აშშ დოლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები