წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ყოველდღიური წესები ლამაზი სხეულის შესანარჩუნებლად

ბლოგი:
ივლისი 20, 2015
ავტორი Anika
ჯანსაღი ცხოვრების წესზე, სწორ კვებაზე ანიკას ბლოგში ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, დღეს კი მინდა ერთ პოსტში მოვუყარო თავი რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ჩვევას, რომელთა გამომუშავებითაც და მათი ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვით საკუთარ ორგანიზმს დიდად სასიკეთო საქმეს გავუკეთებთ და იმავროულად ამ ყველაფრის ვიზუალური შედეგებითაც ფრიად კმაყოფილი დავრჩებით.

1. წყლის მიღება - დღის განმავლობაში 2 ლიტრი წყალი ჩვენი "ოქროს წესია", თუმცა ბევრი ამ წესს სამწუხარდო, არ იცავს. დაივიწყეთ შაქრით გატენილი ქარხნული ხილის წვენები და ათასგვარი მიმზიდველი შეთავაზებები: საძინებელში დაიდგით ნახევარლიტრიანი წყლის ბოთლი და გაღვიძებისთანავე დალიეთ, შემდეგ უკვე დღის განმალობაში დარჩენილი 1.5 ლიტრი გადაანაწილეთ შესაბამისად.

2. საუზმე - არავითარ შემთხვევაში არ გამოტოვო საუზმე: მის გარეშე ჯანსაღი ცხვრების წესი უბრალოდ შეუძლებელია. დღის ყველაზე მნიშველოვანი კვება შეძლებისდაგვარად ნოყიერი უნდა იყოს: ჩემთვის იდეალურ ვარიანტში ცილოვანი საუზმეა საუკეთესო არჩევანი, უფრო სწორად, ცილების და სასარგებლო ნახშირწყლების ზომიერი მიქსი. მაგალითად, 3 კვერცხის ომლეტი და შვრისს ფაფა სელის მარცვლებით და ქიშმიშით ან ხილის ჩირით.

3. იკვებეთ დღის განმავლობაშჲ მრავალჯერადად და მცირე ულუფებით - ასე თქვენი ორგანიზმისთვისაც გაცილებით სასარგებლო საქმეს გააკეთებთ და თავადაც, ფსიქოლოგიურად უკეთესად იგრძნობთ თავს, როცა გეცოდინებათ, რომ დღის განმავლობაშჲ 4-5- ჯერ მოგიწევთ კვება.

4. არ თქვათ უარი ნახშირწყლებზე - ზოგს მიაჩნია, რომ თუ ნახშირწყლებს საერთოდ ამოიღებს რაციონიდან, ამით კარგს იზამს. რეალურად, წონაში ადვილად დაიკლებთ, მაგრამ შემდეგ ასევე მარტივად აინაზღაურებთ დაკლებულ კილოგრამებს. ამიტომაც, მიიღეთ სასარგებლო ნახშირწყლები (შვრია, წიწიბურა, გარეული ბრინჯი, ქინოა, ცეხვილი ფქვილისგან დამზადებული პასტა) და საღამოს 5.00 საათის შემდეგ თავი შეიკავეთ ნახშირწყლებისგან და ცილებით და უჯრედისით შემოიფარგლეთ.

5. საჭმელი მოათავსეთ პატარა ზომის თეფშზე ან თუ სამსახურში მიგაქვთ, პატარა ზომის კონტენინერში - მცირე ულუფები და ხშირ-ხშირად, არ დაგვავიწყდეს.

6. ნუ ამოიღებთ ცხიმებს რაციონიდან: მიირთვით ჯანსაღი ცხიმები ზეითუნის ზეთის, სელის ზეთის, თხილეულის, წითელი თევზის და ავოკადოს სახით.

7. 18.00 საათის შემდეგ ჭამა აკრძალული არ არის - თუ თქვენ ღამის 22.00 საათამდე არ იძინებთ (რეალურად, ცხრა საათზე დამძინებელი მხოლოდ ჩემი 2 წლის შვილი მეგულება) , მაშინ შეგიძლიათ საღამოს საათებში მცირე ულუფა ბოსტნეულის სალათი ან ცილოვანი საკვები მიიღოთ, რათა თქვენმა ორგანიზმა არ იშიმშილოს და ცხიმები არ დააგროვოს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები