We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპები დიეტის შესახებ

_from blog_:
_January_ 30, 2013
_by_ Anika
დიეტების და ჯანმრთელი კვების თემას ანიკას ბლოგში პერიოდულად ვუბრუნდებით ხოლმე. მიზეზი მარტივია - ფორმაში ყოფნა და ზედმეტი კილოგრამებისგან განთავისუფლება ქალების უმეტესობის მუდმივი საზრუნავია, თანაც ეს ყველაფერი, როგორც წესი, შეძლებისდაგვარად მინიმალური ძალისხმევით გვსურს. ამიტომაც, ხან თავად ვიგონებთ მითებს, ხანაც სხვების გამოგონილს ბრმად მივენდობით ხოლმე. ამიტომაც, დღევანდელ პოსტში ექსპერტების რამდენიმე რჩევა მინდა გაგიზიაროთ, რომლებიც სწორედ რომ დიეტასთან დაკავშირებულ სტერეოტიპენს ეხება.

სტერეოტიპი N1 - ძალიან ეფექტურია ის დიეტები, რომლებიც სწრაფად გვაკლებინებს წონაში. ეს ერთ-ერთი ყველაზე არაჯანმრთელი მეთოდია ზედმეტი კილოგრამების მოსაცილებლად. პირველ რიგში, დაკლებულ კილოგრამებს (უფრო მეტს თუ არა) უმალვე აინაზღაურებთ და მეორეც, ეს ვერ დაგეხმარებათ კვების სასარგებლო ჩვევების გამომუშავებაში.

სტერეოტიპი N2 - მაქსიმალურად შევამციროთ მიღებული საკვების რაოდენობა. ენდოკრინოლოგები მკაცრ გაფრთხილებას იძლევიან იმის თაობაზე, რომ კვების სიხშირის შემცირება შიმშილის შეგრძნებას ამძაფრებს, რის გამოც მშიერი ადამიანი ერთ კვებაზე გაცილებით მეტ საკვებს იღებს, ვიდრე მას ესაჭიროება. ამიტომაც, საკვები უნდა მივიღოთ ხშირად, მხოლოდ მცირე ულუფებით. ვინაიდან დანაყრების შესახებ სიგნალი კუჭს კვების დაწყებიდან ნახევარ საათში მიეწოდება, ამიტომაც საჭიროა ნელა, აჩქარების გარეშე კვება და საკვების კარგად დაღეჭვა.

სტერეოტიპი N3 - ხილის და ბოსტნეულის დიეტა - ასეთი დიეტები ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით პოპულარულია და ხილის და ბოსტნეულის დაბალი კალორიულობით არის განპირობებული. რეალურად, კი ასეთმა დიეტამ კუჭის წყლულის და გასტრიტების მქონე ადამიანებში შესაძლოა ძლიერი ტკივილები და გართულებები გამოიწვიოს. ამიტომაც, ექიმები გვირჩევენ, რომ ასეთი დროს რძე და რძის პროდუქტებიც დავამატოთ რაციონს, ვინაიდან კალციუმის მაღალი შემცვლეობა ორგანიზმს წონაში დაკლებაში და მიღებული შედეგის გამყარებაში ეხმარება.

სტერეოტიპი N4 - უარი ვთქვათ ცხიმებზე. არსებობს მჟავები, რომლებიც ორგანიზმისთვის აუცილებელია და რომელთაც მხოლოდ ცხიმების მეშვეობით ვიღებთ. ამიტომაც, ექიმები გვირჩევენ, რომ ცხიმების შეზღუდვა მხოლოდ ლიმიტირებულ ფარგლებში მოხდეს, ეტაპობრივად და დიდი სიფრთხილით.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა







_OTHER BLOGPOSTS_