We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ყველაზე მოდური სუპერპროდუქტები

_from blog_:
_November_ 20, 2016
_by_ Anika
ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრების გარკვეული ნაწილი ჯანსაღი ცხოვების წესის გარდა, ამ მიმართულებით გამეფებულ მოდასაც მისდევს: რა ტიპის სმუზია ყველაზე მოდური ან რომელი ხილით სჯობს ინსტაგრამზე თავის მოწონება. მოდურ ტენდენციებს და ჩვენს ცხოვრებაზე მათ გავლენას ყოველთვის ვერ გავექცევით, ვინაიდან ამ მოდურობაში ხშირად ბევრი სარგებლის მომტანი რამ ხდება. დღეს იმ რამდენიმე მოდურ სუპერპროდუქტზე მოგიყვებით, რომლებიც რეალურად სასარგებლოცაა თქვენი ორგანიზმისთვის.

Acai Berries anti oxident fruit  loose on a white background ready to cut out.

ასაის კენკრა - მუქი იისფერი კენკრა ძირითადად ამაზონკის სანაპიროზე ხარობს და დასავლეთში მას მეტსახელად "ახალგაზრდობის კენკრას" ეძახიან. ეს მეტსახელი ასაის კენკრამ თავისი უნიკალური შემადგენლობის და თვისებების გამო დაიმსახურა. მასში მაღალი კონცენტრაციითაა ანტიოქსიდანტები, რომლებიც სისხლს წმენდენ, იმუნიტეტს აძლიერებენ, ნაოჭების გასწორებას და კანის გაახალგაზრდავებას უწყობენ ხელს. ომეგა 3,6, და 9 მდიდარი კენკრა ცუდი ქოლესტერინის დონის დაწევაში, წონის და არტერიული წნევის გაკონტროლებაში გვეხმარებიან. ის ათჯერ მეტი რაოდენობით შეიცავს ანტოციანს ვიდრე წითელი ღვინო, რაც იმას ნიშნავს, რომ ასაის კენკრა გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების პროფილაქტიკისთვისაც კარგია. იყიდება როგორც ჩირის, ასევე ფხვნილის სახითაც.

spirulina-in-tablet-and-powder-form

სპირულინა - მომწვანო-მოლურჯო ფერის წყალმცენარეა და უამრავი სასარგებლო თვისება აქვს: ურიცხვი რაოდენობით ვიტამინები, მინერალები, სასარგებლო პიგმენტები და ფერმენტები და რაც მთავარია, სპირულინა მცენარეული წარმოშობის ცილის უიშვიათესი წყაროა. სპირულინა აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას, ამაღლებს იმუნიტეტს და შრომისუნარიანობას, აქვეითენს ალერგიის გამოვლინებას, აძლიერებს გულ-სისხლძარღვოვან სისტემას. გამა-ლინოლის მჟავა აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და გამონაყარის გაჩენის ერთგვარი პრევენციაა, ქლოროფილი კი ძლიერი დეტოქსიკაციის უნარით გამოირჩევა. მომზადებისას რეკომენდებულია მისი თერმული დამუშავებისგან თავის შეკავება. იყიდება როგორც ფხვნილის, ასევე ტაბლეტების სახითაც.



1296x728_8-Healthy-Facts-About-Goji-Berries_IMAGE_1

გოჯის კენკრა - უძველესი დროიდან ჩინურ მედიცინაში ამ კენკრას ზოგადად ორგანიზმის გამაძლიერებელ საშუალებად იყენებდნენ. მომჟავო გემოს გოჯის კენკრა მდიდარია ვიტამინებით, ანტიოქსიდანტებით, ცხიმ-მჟავებით და ისეთი მინერალებით, როგორიცაა კალიუმი, ფოსფორი, რკინა, კალციუმი, თუთია და სელენი. იყიდება ცოცხალი ჩირის, ასევე ტაბლეტების სახითაც.
სამივე პროდუქტის გამოწერა ამაზონის ონლაინ მაღაზიიდანაა შესაძლებელი.


მომდევნო პოსტამდე,


ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_