ბლოგი:
სექტემბერი 17, 2012
ავტორი Anika
გუშინ ნიუ-იორკის მოდის კვირეული დასრულდა და შესაძლებლობა მომეცა, პოდიუმის ყველაზე გამოკვეთილი და საინტერესო სიახლეები გაგიზიაროთ.
Oscar de la Renta-ს ჩვენებაზე კლასიკური სამოსის საპირისპიროდ მოდელების ვარცხნილობას პანკური იერი ჰქონდა: ვარდისფერში, ლურჯში და ყვითელ ფერში შეღებული თმის ღერები გოგონების რაფინირებულ ჩაცმულობას სიხალისეს და კონტრასტულობას ჰმატებდა.
მარკ ჯაკობსის ახალგაზრდული ხაზის Marc by Marc Jacobs-ის ჩვენებაზე მოდელებს სახე და ტუჩები სადად, ბუნებრივ ფერში ჰქონდათ შენარჩუნებული, სამაგიეროდ ძალიან მომხიბვლელად და ზომიერად იყო ხაზგასმული თვალები: ცნობილი იაპონური კოსმეტიკური ბრენდის შისეიდოს მეშვეობით (Shiseido shimmering cream eye color ფერში “caviar”), ვიზაჟისტმა კრემოვანი ტექსტურის თვალის ლაინერი თითებით ისე გადაანაწილა თვალების ირგვლივ, რომ შედეგად მსუბუქი და ნაზი Smokey Eye-ს ეფექტი მივიღეთ.
ძალიან მომეწონა ვერა ვანგის ჩვენების მაკიაჟი: მოდელებს ვარდისფერში გარდამავალი ოქროსფერი ჩრდილები ძალიან ლამაზად ჰქონდათ თვალების ირგვლივ გადანაწილებული. ამ შედეგის მისაღწევად ქუთუთოებზე ვიზაჟისტს ოქროსფერი ჩრდილი, თვალის გარეთა ნაწილში ყავისფერი, თვალების ქვეშ კი ბრონზის ფერი ჩრდილი ჰქონდა გამოყენებული.
ნოსტალგიური იყო Karen Walker-ის ჩვენებაზე ნანახი თეთრი, სადა ფერის მანიკური: ბოლო წლების განმავლობაში ამ ფერის ფრჩხილებს იშვიათად თუ წააწყდები მოდურ ტენდენციებში. კონკრეტულად ამ ჩვენებაზე, CND-ის ფრჩხილის მოვლის პროფესიონალური ხაზიდან Studio White-ის ფერის ლაქი ჰქონდათ გამოყენებული.
ორიგინალური და საგაზაფხულო განწყობის შესაფერი აღმოჩნდა ბევრისთვის საყვარელი ამერიკელი დიზაინერის, მაიკლ კორსის ჩვენების მაკიაჟი: მოდელებს მკაფიო ფერის ლაინერები ტრადიციულად, თვალის ფორმის გაყოლების ნაცვლად, ქუთუთოებზე ჰქონდათ რკალისებური ფორმით გადასმული. უჩვეულოა, მაგრამ, ვფიქრობ, შეიძლება გარისკო და თავი ცოტათი მაინც გაიხალისო.
დღეისთვის სულ ეს იყო,
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა