We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ყველაზე ხშირი შეცდომები ზედმეტი თმის მოცილებისას

_from blog_:
_May_ 21, 2012
_by_ Anika
ყველა ქალს ზედმეტ თმებთან გამკლავების თავისი, უნიკალური მეთოდი აქვს. ამ გამოცდილებას ბევრი თამამად უზიარებს სხვებს და არ ერიდება დეტალებზე საუბარი. ზოგისთვისაც ეს ძალიან პრივატული და ინტიმური თემაა, რის გამოც ამ საკითხთან დაკავშირებით დუმილს ამჯობინებს.

ანიკას ბლოგში სილამაზესთან დაკავშირებული დახურული თემები არ არსებობს, ამიტომაც დღეს იმ შეცდომებზე მინდა მოგიყვეთ, რომლებსაც ზედმეტ თმებთან ბრძოლისას ხშირად ვუშვებთ და რომელთა გარეშეც შედეგი გაცილებით სასიამოვნო და ხანგრძლივი იქნება.

შეცდომა N1 - არ აქვს მნიშვნელობა, თმის მოცილების რა მეთოდს იყენებთ - ყველა შემთხვევაში, თმების ჩაბრუნების საუკეთესო პრევენცია ექსფოლიატორის გამოყენებაა. ამიტომაც, გაპარსვამდე/ვაქსინგამდე/ეპილაციამდე აუცილებლად გაიწმინდეთ კანი ექსფოლიატორის მეშვეობით, გაპარსვის შემდეგ კი ყოველდღიური ტანის ლოსიონი გამოიყენეთ.



შეცდომა N2 - ექსპერტები გვარწმუნებენ, რომ დილის შხაპის დროს გაპარსვა არც თუ ისეთი კარგი აზრია. რატომ?! თურმე ძილის დროს ფეხები ოდნავ შუპდება, რის გამოც თმების გარკვეული ნაწილი შესაძლოა არ გამოჩნდეს და კანში ჩაიმალოს. ამიტომაც, სრულყოფილი ნაპარსისთვის იდეალური დრო საღამო საათები ყოფილა.



შეცდომა N3 - ცხელი აბაზანის მიღება საუკეთესოა რელაქსაციისთვის, მაგრამ არა თმების მოსაცილებლად, ვინაიდან ცხელ წყალში წოლა, ისევე როგორც ღამის ძილი, ფეხების მსუბუქ შეშუპებას იწვევს. ამიტომაც არის მიზანშეწონილი, გაპარსვის პროცედურა წყალში ჩაწოლისთანავე შევასრულოთ და არა აბაზანაში ნებივრობის შემდეგ.



შეცდომა N4 - თმის მოცილების სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ, რომ ცვილით (ე.წ ვაქსინგი) თმების ძალიან ხშირად მოცილება სასარგებლო შედეგს არ მოგიტანთ. ისინი გვირჩევენ, რომ იმისთვის რომ ცვილმა თმა ეფექტურად მოაცილოს, პროცედურებს შორის საკმაო დროის ინტერვალი უნდა იყოს დაცული, რაც საშუალოდ 4 კვირას შეადგენს.



შეცდომა N5 - სპა სალონების კოსმეტოლოგები იმ ჰორმონალურ ცვლილებებზე და სისხლის მიმოქცევის პროცესებზე მიგვითითებენ, რომლებსაც ყოველთვიურად ციკლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, ციკლის დღეებში და ციკლის დასრულებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში განვიცდით. ამ დროს ყოველგვარი ტკივილის და დისკომფორტის შეგრძნება გამძაფრებულია და პროცედურა შეიძლება ძალიან უსიამოვნო რიტუალად გექცეთ. ამიტომაც, უმჯობესია თმის მოცილების/ვაქსინგის პროცედურა ციკლებს შორის შუა, ოვულაციის პერიოდში დაგეგმოთ.

დღეისთვის სულ ეს იყო, მომდევნო პოსტამდე!

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_