წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

Yves Rocher-ს ახალი ხაზი “Anti-Age Global”

ბლოგი:
იანვარი 12, 2013
ავტორი Anika
ფრანგულ კოსმეტიკურ ფირმა Yves Rocher-ს ქართველი მომხმარებლის წინაშე წარდგენა, ვფიქრობ, არ სჭრიდება.  რამდენი წელია, რაც ეს ბრენდი საქართველოს ბაზარზე იყიდება და ამ დროის განმავლობაში, უკვე შეძლო ერთგული და კმაყოფილი კლიენტურის შემოკრება. ამას კი კომპანია მრავალფეროვანი არჩევანის, მდგრადი ხარისხის და სისტემატური სიახლეების ხარჯზე ახერხებს. ამჯერად, ივ როშემ თავის მოვლის საშუალებების ასორტიმენტს ახალი, ასაკსაწინააღმდეგო ხაზი დაუმატა. ამ ახალ ხაზში გამაახალგაზრდავებელი დღის და სახის საცხები და თვალის ზონის მოვლის საცხები შედის.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ხაზი “Anti-Age Global” ივ როშეს მკვლევარების მიერ იქნა შემუშავებული. პირველად ამ პროდუქტების შემადგენლობაში ახალი თაობის ნატურალური, მცენარეული უჯრედები შედის, რომელთაც მეტსახელად 4G-ს უწოდებენ. მათი უნიკალური თვისება ის არის, რომ ამ უჯრედებს კანზე ზემოქმედება ყველა დონეზე შეუძლიათ. დაგაბნიეთ?! უკეთ ავხსნი. ეს უჯრედები არამარტო კანის დნმ-ზე ახდენენ გავლენას, არამედ ეპიდერმისის ზედა შრეზეც. მათ შესწებთ უნარი, გენეტიკური რეზერვები დაიცვან, ხელი შეუწყონ უჯრედების ბუნებრივ განახლებას, გააძლიერონ კოლაგენის და ჰიალურონის სტრუქტურები და ამით დაბერების ძირითადი ნიშნები ალაგმონ.



“Anti-Age Global”-ის ხაზში შედის სახის დღის საცხი “Crème Fondamentale”, რომელიც კანს კარგად ატენიანებს ისე რომ, ზედმეტი ცხიმოვანი ფენა არ წარმოიქმნება კანზე. ღამის საცხი უფრო სქელი ტექსტურისაა და ის კანის აღდგენასა და მისთვის ერთგვაროვანი ელფერის მიცემაზე ზრუნავს. რაც შეეხება, თვალის ირგვლივ წასასმელ საცხს, ის თვალის ხაზებსა და ნაოჭებს ებრძვის და თან უპეების ჩაშავებასაც შეძლებისდაგვარად უმკლავდება.

ახალი ხაზი გაყიდვაში იანვრის თვიდან გამოვა.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები