ბლოგი:
ივლისი 26, 2012
ავტორი Anika
ფერუმარილი (რუმიანა) მაკიაჟის ისეთი კომპონენტია, რომელსაც ყველაზე ხშირად მოვიხმართ ქალები, თვალის ტუშთან ერთად. თქვენ წარმოიდგინეთ და ხშირად, ზაფხულშიც კი, როცა კანი მეტწილად გარუჯულია, მაინც გვიჭირს ფერუმარილის გამოყენებისაგან თავის შეკავება.
ამ პოსტში მინდა ზაფხულის სიახლეებს გადავხედოთ და იმ რამდენიმე ახალი ფერუმარილი შევათვალიეროთ, რომელთაც არაერთი დამატებითი სარგებელიც მოაქვთ.
Dior Rosy Glow Healthy Glow Awakening Blush in Petal - ვარდისფერი ტონალობების მოყვარულებს შეგიძლიათ დიორის სახლის ეს სიახლე გამოსცადოთ. როგორც ვიზაჟისტები გვარწმუნებენ, ეს ფერი ნებისმიერი კანის ფერისთვის არის გამოსადეგი და სასიამოვნო, ჯანმრთელ ფერს შეგმატებთ ლოყებზე.
Lancôme Blush Subtil Palette - ლანკომის ეს სიახლე სამფერიან პალიტრაშია წარმოადგენილი და რჩევაც მოყვება მისი წასმის შესახებ: ყველაზე მუქი ფერი ყვრიმალის ქვემოთ გაყოლებაზე უნდა წაისვათ, შუაში მოქცეული ფერი ყვრიმალებზე ზემოდან, ხოლო მესამე, ყველაზე ღია ფერი ყვრიმალის უმაღელს ნაწილში ლათინური C-ს ფორმით. ყველაფერთან ერთად, ფუნჯიც ორიგინალური და მულტიფუნქციურია - ისეთი, რომელიც შეგიძლიათ დიდ ხანს დაიტოვოთ და გამოიყენოთ.
NARS Foreplay Palette - ნარსის ეს ახალი პალიტრა ბევრ შესაძლებლობას იძლევა იმისთვის, რომ მრავალფეროვანი და მრავალი განწყობის შესაფერისი მაკიაჟი გაიკეთოთ. მასში ფირმის ყველაზე პოპულარული ფერები: ოქროსფერი, ატმისფერი, ვარდისფერი და მარჯნისფერი შედის.
Topshop Make Up Blush in Prime Time - კრემოვანი ტექსტურის ფერუმარილის მოყვარულებს, ტოპშოპის ეს სიახლე ნამდვილად მოეწონებათ. ის ძალიან ადვილად ერწყმის კანს, თანაბრად ნაწილდება და მას სიღრმიდანვე აძლევს ვარდისფერ, ბუნებრივ შეფერილობას. და რაც მთავარია, ძლიერ სიცხეებსაც ადვილად უძლებს და ლოყაზე არ “ითხიპნება”.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა