ბლოგი:
ივლისი 09, 2012
ავტორი Anika
ყოველი სეზონის მოსვლასთან ერთად, არომათერაპიის მოყვარულები სულმოუთქმელად ველით ხოლმე ცნობილი პარფიუმერული სახლების სიახლეებს. ზაფხულში, როცა განწყობა სხვანაირად ამაღლებულია, მზის და საზაფხულო “არდადეგების” დამსახურებით, ეს მოლოდინიც მძაფრდება და სულ უფრო მეტად გინდება რაღაც არაორდინალურის და საინტერესოს გამოცდა.
სურნელოვან სიალეებზე ადრეც მისაუბრია თქვენთან. ამ წერილში მინდა, ახალ, საზაფხულო არომატებზე მოგიყვეთ, რომელთა შორისაც, ვფიქრობ, ყველა გემოვნებისა და მისწრაფებების ქალი შეძლებს თავისთვის სასურველი სეზონური სუნამოს პოვნას.
Ralph Lauren Romance Summer Blossom - ეს სუნამო ტროპიკული ხილის - მანდარინის და გუავას - ჟასმინის, ქოქოსის წყლის და ვანილის სურნელებს აერთიანებს.
Jo Malone Limited Edition Plum Blossom Cologne - ჯო მალოუნის ამ სურნელში ყვითელი ქლიავის და თაფლის არომატები ოსტატურად არის შეხამებული თეთრი მუშკის და სანდალოზის ხის არომატებთან.
L'Occitane Eaux de Cologne - Eau Captivante-ს ლაიმის, პიტნის და ლავანდის კომპოზიციაა; Eau Universelle ციტრუსოვანი ნაზავია, რომელიც გრეიფრუტის და ბერგამოტის არომატებს აერთიანებს; Eau Ravissante კი ვარდის და ფრეზიას ყვავილოვანი სურნელების ნაზავია.
Vera Wang Lovestruck Floral Rush - გარგარის, თეთრი ფრეზიის და ქაშმირის ხის არომატი ვანგის ამ ახალი სუნამოს ძირითადი ნოტებია, რასაც მუშკის და თეთრი კრაზანას სურნელი ასრულებს.
Flora by Gucci - გუჩის სახლის ხუთივე სურნელი ყვავილოვან ნოტებზე არის დაფუძნებული: შედარებით მძიმე, თეთრი ყვავილების არომატიდან მოყოლებული ნაზი და ჰაეროვანი მაგნოლიით და იით დასრულებული. ამ ყველაფერს კი ძირითად ნოტებად მწვანე ფოთლების და ხის მერქნის სურნელი გასდევს.
Boucheron Jaipur Bracelet - წარმოიდგინეთ ია, ბაზილიკი და ლიმონი ერთად აღებული, ამას კიდევ ისეთი უცხო სურნელები დაუმატეთ, როგორიც ჰიაცინიტის და კვიპაროსის ნოტებია და მიიღებთ ბუშერონის ახალ საზაფულო სურნელს!
სურნელოვან კვირას გისურვებთ!
ანიკა