ბლოგი:
ივნისი 21, 2012
ავტორი Anika
ზაფხული რაოდენ სასიამოვნოც არ უნდა იყოს მზის სხივების უხვი რაოდენობითა და მის შედეგად მიღწეული ლამაზი ნარუჯით, მას კანისთვის არერთი უსიამოვნების მოტანა შეუძლია. მზის სხივებისგან დაზიანებულ კანს არ ვგულისხმობ, მაღალ ტემპერატურის და მომეტებულ სიცხის შედეგად კანში გამოწვეულ ცვლილებებზე მინდა გესაუბროთ.
სპეციალისტებს თუ დავუჯერებთ, სიცხეს ყველაზე მეტად ცხიმიანი კანი განიცდის, ამიტომაც, ყველაზე მეტად ყურადღების მიქცევა სწორედ ასეთი ტიპის კანს სჭირდება. დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ ცხელ პერიოდში დროებით დავივიწყოთ ე.წ. სახის პუდრი, რომელიც ცხელ კლიმატში ცხიმიან კანს ფაფისებურ აზელილ გამოხატულებას სძენს და გამოვიყენოთ გლუვი ეფექტის მომცემი სახის საცხი მაკიაჟის წასმამდე (მაგალითად, Estée Lauder Matte Perfecting Primer), რაც დღის განმავლობაში ზედმეტი ცხიმის გამომუშავებისგან დაიცავს კანს.
ამას გარდა, დერმატოლოგები რეკომენდაციას უწევენ ცხელ პერიოდში, სახლის პირობებში სახის დაბანას ორპროცენტიანი სალიცილის მჟავის შემცველი პროდუქტით, ისეთით, როგორიც მაგალითად, Clearasil DailyClear Daily Facial Scrub - ია. აი, ღამით კი, ძილის წინ, სახის სათანადოდ გაწმენდა/დაბანის შემდეგ, სასურველი ყოფილა რეტინოლის შემცველი ღამის სახის საცხის გამოყენება. სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ რეტინოლი ზედმეტი ცხიმის გამომუშავებას და კანის ფორების დაბლოკვას აბრკოლებს - ამიტომაც არის სასარგებლო სიცხეში რეტინოლის მოხმარება.
სახელგანთქმული დერმატოლოგების რჩევებს, თქვენი ნებართვით, პირადი გამოცდილებიდან, კიდევ ერთ რჩევას დავუმატებდი: ვინაიდან ცხელ დღეებში ცხიმიანი კანი ალაგ- ალაგ გამონაყარის გაჩენისკენ არის მიდრეკილი, ამიტომაც ამ პერიოდში სახე დაბანის შემდეგ, ჩვეული სახის პირსახოცის ნაცვლად, ჰიგიენური ხელსახოცებით გაიმშრალეთ - ასე მინიმუმამდე დაიყვანთ აკნეს გაჩენის შესაძლებლობას.
და ბოლოს, სიცხეში სილამაზეზე ზრნვისას, არ დაგავიწყდეთ დღის განმავლობაში მინიმუმ 2 ლიტრი წყაროს წყლის დალევა: ასე წყურვილსაც სასიამოვნოდ მოიკლავთ და კანსაც დატენიანებულ მდგომარეობაში შეინარჩუნებთ!
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა