We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ზაფხულის მანიკურის ყველაზე ჭრელი პალიტრა

_from blog_:
_June_ 23, 2014
_by_ Anika
ანიკას ბლოგის მკითხველების არ ვიცი და თავის მოვლის პროდუქტებს და კოსმეტიკას რაც შეეხება, არასდროს ვყოფილვარ ერთი კონკრეტული ბრენდის ან სურნელის ან ფერის თავგადაკლული ფანი. მართალია, არის გარკვეული პროდუქცია ან სახეობა, რაც დროთა განმავლობაში გამოვცადე და გავითავისე, რის გამოც მათ ხშირად ვუბრუნდები, ისევე როგორც არსებობს გარკვეული კატეგორია, რომელსაც სავაურაუდოდ, ვერასდროს მოვიხმარ (მაგ, ტკბილი სურნელები, დასაწებებელი წამწამები). მოკლედ, ამ შესავლით იმის თქმა მინდოდა, რომ გადახალისება ძალიან მიყვარს და მიველმები-თქო და თქვენც გირჩევდით, რომ პერიოდულად, განსაკუთრებით კი ზაფხულის ცხელ სეზონზე არ მოგერიდოთ ექსპერიმენტების, ახალი შეგრძნებების და გამოცდილებების, განსაკუთრებით როცა საქმე ისეთ მარტივ რამეს შეეხება, როგორიც ახალი მანიკურია: რამე ახალი ფერი და ხალისიანი განწყობაც არ დააყოვნებს, სცადეთ და დარწმუნდებით. ამიტომაც, დღეს ამ სეზონის ყველაზე აქტუალურ და პოპულარულ ფრჩხილის ლაქების ფერებს გაგაცნობთ, რომელთან წამყვანი კოსმეტიკური ბრენდები გვთავაზობენ.

690x498_0xd42ee42a_17987253531402935097

ხასხასა ლურჯი - აი, ისეთი ჩვენს მშობლებს სერვანდებში რომ კობალტის ჭურჭელი აქვთ შემონახული. წელს ეს ფერი ძალიან ტენდენციურია და მას Giorgio Armani-ს ჩვენების გარდა, არაერთი კოსმეტიკური ბრენდის კოლექციაში შეხვდებით. თუ დამატებით თქვენს მაკიაჟში ამ სეზონის კიდევ ერთ ტენდენციას - ლურჯი ფერის თვალის ფანქარს ან ჩრდილებს გამოიყენებთ, მაშინ შეხამებაც ძალიან ეფექტური გამოვა.

690x454_1_2f742c20f198578537d462f6e604d822@729x480_0xd42ee42a_328319801402935373

ფორთოხლისფერი - შარშანდელი მოდური მარჯანისფერი წლევანდელ ზაფხული სეზონზე კაშკაშა ფორთოხლისფერმა ჩაანაცვლა. ჩემი დაკვირვებით, ეს ფერი მანიკურის გარდა, პედიკურის შემთხვევაშიც ძალიან მომხიბვლელია. სტილისტები ამ ფერის მანიკურის ყავისფერ ტონალობებში გადაწყვეტილ თვალის ჩრდილებთან შეხამებას გვირჩევენ.

690x602_1_ceba682ef5ebc602a65ae1c078c5506e@693x605_0xd42ee42a_12315638331402936052

წითელი - ეს ფერი არც არასდროს კარგავს აქტუალობს, იმიტომ რომ მიმზიდველობით და მომხიბვლელობით მას ვერცერთი ტონალობა შეედრება. თანაც წითელი ხომ ძალიან ბევრ სხვა ფერს ესადაგება: ჭრელ ყვავილებიან პრინტებს, შავს, თეთრს, ზღვისფერ ლურჯს, ზოლებიან ქსოვილებს. თუმცა, სტილისტებ კიდევ უფრო თამამი ნაბიჯის გადადგმას და წითელი ლაქის ხასხასა ლურჯ სამოსთან შეხამებას და ე.წ. color block ეფექტის მიღწევას გვირჩევენ.



როცა მყვირალა და კაშკაშაფერებს მოიყირჭებთ დასიმშვიდე და ერთფროვნება მოგინდებათ, არჩევანი nude და პასტელური ფერის ლაქებზე შეაჩერეთ. nude მოსახერხებელია იმ მხრივაც, რომ უფრო დიდ ხანს ძლებს, ვიდრე სხვა ფერები და აბსოლუტურად უპრეტენზიოა სამოსთან შეხამების მხრივ.

ფერად-ფერად განწყობას გისრუვებთ!

ანიკა



_OTHER BLOGPOSTS_