წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ზაფხულის სეზონის ტენდენციები

ბლოგი:
მაისი 13, 2013
ავტორი Anika
ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე - ყოველ ჯერზე, სეზონების მონაცვლეობას შესაბამისი კოსმეტიკური ცვლილებებიც სდევს თან, განწყობები სხვაგვარი ხდება, რის პარალულურად მაკიაჟიც ამ განწყობასთან ჰარმონიული გვჭირდება. ამჯერადაც, შედარებით გრილ და პასტელურ ფერებში გადაწყვეტილ გაზაფხულის სეზონს მალე ნათელი ფერებით გაჯერებული ზაფხული ჩაანაცვლებს მალე. მოდით, გადავხედოთ რა ტენდენციებს გვთავაზოვენ სხვადასხვა კოსმეტიკური ბრენდები ზაფხულის ცხელი თვეებისთვის.

ნარინჯისფერი ზაფხული - სტაფილოსფერი, მანდარინისფერი, ფორთოხლისფერი - რომელიც გსურთ, ის უწოდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ფერთა ეს პალიტრა მომდევნო თვეებში ძალიან აქტუალური იქნება. ვიზაჟისტები გვაგულიანებენ და გვირჩევენ, არ მოვერიდოთ მაკიაჟში ერთდროულად რამდენიმე ნარინჯისფერი ელემენტის გამოყენებას. ასე რომ თამამად შეგიძლიათ, არჩევანი ამ ტონალობის ტუჩის საცხზე, “რუმიანაზე” და ფრჩხილის ლაქზე ერთდროულად გააკეთოთ.

cfae041a966fc8834f1759af9822051c

გალურჯებამდე - მუქი ლურჯი ფერი, პირველ რიგში, ხაზს უსვამს მუქი ფერის თვალებს და ძალიან ლამაზ გამომეტყველებას ანიჭებს მათ. გარდა ამისა, ის ძალიან უხდება მსუბუქ ნარუჯს და საზღვაო განწყობებსაც იდეალურად ესადაგება.

1009a833f3e479c9d4831f192d6a780c

ცისფერი ლაგუნა - ზღვის ტალღების ტონალობები იდეალური არჩევანია ზაფხულისთვის. თუ კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ეს ფერი ნებისმიერი სახის კანს უხდება და იდეალური ელემენტია მსუბუქი, სარელაქსაციო განწყობის მოსაგვრელად. სხვათაშორს, ვიზაჟისტებს თუ დავუჯერებთ, ცისფერი თვალის ხაზები (ისრებს რომ ვუწოდებთ) ძალიან უხდება ნარინჯისფერ პომადას. ასე, რომ წინ ექსპერიმენტებისკენ!

7fca63d9a081864bc955d40d109cc8e2

ცისფერისთვის მეტი დრამატულობის მისაცემად, არაერთმა კოსმეტიკურმა ბრენდმა ამ ფერს მბზინავი პიგმენტები დაუმატა, რის შედეგადაც მწვანედან ლურჯამდე გარდამავალი მდიდარი პალიტრა მივიღეთ.

83d09573b7e8b79e5a0b3d02963d1894

იასამნების სეზონი - ჩემზე გაბედულები თუ იასამნისფერზე შეაჩერებთ არჩევანს და იმავდროულად მოდურ ტენდენციებსაც არ ჩამორჩებით, მაშინ ვიზაჟისტები ხასხასა იასამნისფერს გირჩევენ. ამ ფერის პროდუქტები შეგიძლიათ ფრჩხილის ლაქებშიც მოიძიოთ და თვალის ჩრდილებშიც, ყველაზე უკომპრომისოებს კი ამ ფერის პომადის შეძენის შესაძლებლობაც გექნებათ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები