ბლოგი:
აპრილი 30, 2014
ავტორი Anika
მალე ზაფხულიც მოვა და თავის სურნელს, სიცხეს და სიჭრელესაც მოგვახვევს თავს. სურნელს და სიჭრელეს დროებით თავი გავანებოთ და მოდით, დღეს ზაფხულის იმ ფერებზე ვისაუბროთ, რომელთაც წამყვანი კოსმეტიკური ბრენდები გვთავაზობენ ახალი სეზონისთვის.
როგორც ე.წ. ბიუთი-ექსპერტები ამბობენ, ეს სეზონი ჭყეტელა და მშვიდი ტონალობების იდეალურ ბალანსს გვთავაზობს. კაშკაშა ლურჯი, მკვეთრი ჟოლოსფერი, სტაფილოსფერი და მათ საპირისპიროდ რუხი, თეთრი და ატმისფერი. მოდით გადავხედოთ ყველაზე საინტერესო პროდუქტებს.
"სამეფო ლურჯად" წოდებულ მუქ ლურჯ ფერს დომინანტი ადგილი უჭირავს საზაფხულო მარათონზე: აქტუალურია ლურჯი ფერის თვალის ჩრდილები, ფანქრები და ფრჩხილის ლაქი. თუმცა, შედარებით ტრადიციულ და აკადემიურ ჩარჩოებს თუ გაცვცდებით, თამამებს და გებედულებს თმის ალაგ-ალაგ შეფერადებაც შეგიძლიათ სცადოთ: თმის ლურჯი ტონიკ-საღებავი ლორეალის კოლექციაში შეგიძლიათ მოიკითხოთ.
ვიზაჟისტებს თუ დავუჯერებთ, ამ სეზონზე მაკიაჯში შავი ფერი თეთრით არის ჩანაცვლებული - საინტერესოდ კი ჟღერს! ეს იმას ნიშნავს, რომ ტრადიციული შავი ლაინერის ნაცვლად თვალს თეთრი ხაზები გაყვება, წამწამები კი თეთრი ფერის ტუშით არის გალამაზებული. სახის გარდა, თეთრი ფერი მანიკურშიც შეინიშნება ცარცის მაგვარი თეთრი ტონალობის ან მარგალიტის შეფერილობის ლაქის სახით.
ჩემი საყვარელი ბეჟი-ყავისფერის პალიტრა ამ სეზონზე სუპერაქტუალურია. რეალურად, ეს ისეთი ფერების კომბინაციაა, რომელიც ყველას უხდება და ნებისმიერ სეზონზე ინარჩუნებს აქტუალობას - ქვიშისფერი ბეჟი, ღია მარჯანისფერი, ბაცი ვარდისფერი, თვალის ჩრდილები, ატმისფერი პომადები, ფრჩხილის ლაქები, თვალის ჩრდილები უხვად არის წარმოდგენილი სხვადასხვა ბრენდის კოლექციებში.
და ბოლოს, არაფერი უხდება ზაფხულს ისე, როგორც კამკამა ცის ფერი - ეს ჩემი აზრით, რასაკვირველია. ამიტომაც, გირჩევთ, ეს ფერი ნებისმიერი მიმართულებით ეძებოთ: ცივი შეფერილობის თუ მშვიდი და თბილი ცისფერი თვალის ჩრდილებით დაწყებული ღია ცისფერი ფრჩხილის ლაქით დამთავრებული.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა