We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ზაფხულის თერმული და ყვავილების წყლები

_from blog_:
_July_ 14, 2014
_by_ Anika
ზაფხულის სიცხე რომ ტემპს აკრეფს ივნისიდან და ივლისის მეორე ნახევრისთვის უკვე საგანგაშო ნიშნულს რომ მიაღწევს, აი მაშინ ვიწყებ ხოლმე ფიქრს, რომ სასტიკად არ მიყვარს ზაფხული და რომ სულისწამღებ სიცხეს, როცა აზროვნებასთან ერთად არსებობის უნარსაც ვკარგავ, ისევ და ისევ ცივი ზამთარი მირჩევნია. ამ მდგომარეობას კარგი ის აქვს, რომ სიცხეების განელებასთან ერთად, ჩემი განწყობაც მსუბუქდება და ადამიანური ტემპერატურის დაბრუნებასთან ერთად, ისევ „ზაფხულისმოყვარულ“ ადამიანად ვიქცევი ხოლმე. ჩემი განწყობის გაზიარებას ნამდვილად არ გირჩევთ, არაფერში გამოგადგებათ, სამაგიეროდ შემიძლია გირჩიოთ როგორ მოიქცეთ საიმისოდ, რომ ასეთ სიცხეებში თავი შედარებით მსუბუქად და ნაკლებ დასიცხულად იგრძნოთ.

ყველაზე სასარგებლო და იმავდროულად აუცილებელიც ამ დროს 2 ლიტრამდე წლის დალევაა - ამის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია და ანიკას ბლოგის მკითხველებმაც უკვე კარგად გაითავისეს, რომ წყლის ეს რაოდენობა მნიშვნელოვანია ორგანიზმში წყლის ბალანსის შესანარჩუნებლად. თანაც, ცხელ დღეებში ცივი წყლის მიღება სასიამოვნოც კია - ცოტა ლიმონიც შეგიძლიათ ჩააწვეთოთ და ეს პროცესი არომატულიც გახდება.

ორგანიზმის შიგნიდან დატენიანებასთან ერთად, კოსმეტოლოგები ასეთ დღეებში თერმული და ყვავილების წყლის გამოყენებას გვირჩევენ - მეორე განსაკუთრებით კარგად ჟღერს. ასეთი პროდუქტები კანისთვის სასარგებლო სხვადასხვა ინგრედიენტებს შეიცავენ, კანს სწრაფად ასუფთავებენ და ატენიანებენ და ყველაფერთან ერთად, ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელია.

690x690_0xd42ee42a_10331512241404913131

Eau Douce De Lotus Frais, Kenzoki - იაპონური ბრენდის ეს ყვავილების წყალი სახის სპრეის სახით გამოიყენება. თეთრი ლოტოსის ექსტრაქტზე დამზადებული სპრეი კანს აგრილებს, ატენიანებს, თქვენ კი არაჩვეულებრივ განწყობაზე დაგაყენებთ. თანაც, როგორც ამბობენ, ყვავილების ამ მაზ სითხეს საოცრად სასიამოვნო არომატი აქვს, ასე რომ აღწერილობას თუ დავუჯერებთ, პროდუქტი ცდად ღირს.

690x690_0xd42ee42a_12433786841404913094

Brume Rosee De Matin Angelica, L’Occitane - სახის დამატენიანებელი სპრეი-ტონიკი, რომელსაც კომპაქტური ზომა აქვს და იდეალურია მოგზაურობისას. ანგელიკის ეთერზეთზე და ალოეზე დამზადებული სპრეი სწრაფად მოგგვრით სიგრილის შეგრძნებას და კანს კარგად დაატენიანებს.

690x690_0xd42ee42a_3851677801404913100

Azahar Cleansing, Darphin - ეს ყვავილების წყალი არაჩვეულებრივად აცილებს მაკიაჟს და ასუფთავებს, კვებავს და ამშვიდებს კანს, თანაც ნეროლის ეთერზეთის წყალობით, სასიამოვნოდაც გაგაგრილებთ.

690x690_0xd42ee42a_8374867101404913318

სახის ენერგეტიკული სპრეი Vitamin C, The Body Shop - განუყრელი ატრიბუტია მათთვის, ვისაც ხშირი მოგზაურობა უწევს. C და B5 ვიტამინები, ვარდის წყალთან ერთად, სწრაფად მოაცოცხლებენ სახის კანს.

690x690_0xd42ee42a_12812818551404913326 690x690_0xd42ee42a_3085746311404913323

Vichy და La Roche-Posay-ს თერმული წყლები - თერმული წყლები არამხოლოდ კანს აგრილებენ, არამედ მინერალური შემადგენლობის წყალობით კანის სიმკვრივეს და ფერსაც აუმჯობესებენ. ეს 2 კონკრეტული პროდუქტი შეგიძლიათ შეიძინოთ როგორ პატარა, ისე დიდი შეფუთვით.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა





_OTHER BLOGPOSTS_