წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ზაფხულის ვარჯიშის თავისებურებები

ბლოგი:
ივლისი 11, 2016
ავტორი Anika
ზაფხული იდეალური დროა ფიზიკური აქტივობების გარეთ გადმოსატანად, ღია ცის ქვეშ. ასე, ჟანგბადთან ერთად, ადვილად შეძლებთ აუცილებელი D ვიტამინის მიღებასაც და ვარჯიშიც გაცილებით სასიამოვნო იქნება. თუმცა, იმისათვის რომ ეს ყველაფერი "სასიამოვნოს" ფარგლებს არ გასცდეს, რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ:

1. რა ალტერნატივები გვაქვს ჰაერზე ვარჯიშისთვის? სირბილი ან ველოსიპედი. სირბილი იდეალურია მსხვილი კუნთების და გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის გასავარჯიშებლად. რეალურად, ჰაერზე გარბენილი ერთი საათი, საშუალოდ საათში 6 კილომეტრის გაანგარიშებით, თითქმის ორჯერ მეტ კალორიას გაწვევინებთ, ვიდრე დარბაზში ანალოგიური მონაცემების სირბილი.

ველოსიპედი ზოგადად ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს და კარგად ავარჯიშებს ფეხის, დუნდულოს, ხელის და თეძოების ზონებს. თუმცა, ველოსიპედის შერჩევა საკმაოდ სერიოზული საქმეა: აუცილებლად დაიხმარეთ ამ საქმის მცოდნე ადამიანი, რომ დასაჯდომი თქვენს ინდივიდუალურ ზომაზე იყოს მორგებული, რათა თავიდან აიცილოთ ხერხემალზე არასწორი დატვირთვა.

ღია ცის ქვეშ არსებული აუზი და ცურვაც ძალიან კარგი გადაწყვეტა იქნება: თან სასარგებლო, თან სასიამოვნო.

665@495@4cc3eaa5996ec8ac408804ec8755b6b4-ZTcwMThkNDc1Mw

2. არ დაგავიწყდეთ მზისგანდამცავი საცხების გამოყენება. ვინაიდან და რადგანაც მზე ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით უხვად და დაუზარელად აფრქვევს თავის სხივებს, ამდენად კანის დაცვაც ადექვატური უნდა იყოს. სავარჯიშოდ სახლიდან გასვლამდე აუცილებლად წაისვით შესაბამისი დამცავი და ისიც გაითვალისწინეთ, ასეთი დამცავები საშუალოდ 40 წუთის განმავლობაში უზრუნველყოფს დაცვას. ამდენად, თუ დიდ ხანს აპირებთ გარეთ ყოფნას, ასეთ შემთხვევაში დამცავის დამატებით გადასმა მოგიწევთ: სპრეის ვარიანტი იდეალური ამ დროს.

3. გაზარდეთ წყლის მიღება. რადგანაც  ვარჯიშის დროს ოფლის მოჭარბებულად გამოყოფა ხდება ორგანიზმიდან და ეს ყველაფერი კიდევ უფრო მძიმდება ზაფხულის ცხელ დღეებში, ამდენად შესაბამისად უნდა გავზარდოთ მიღებული წყლის რაოდენობაც. არავითარ შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ წყლის ბოთლის წაღება სავარჯიშოდ გასვლისას: ოფლთან ერთად, ორგანიზმიდან მიკროელემენტებიდა მინერალებიც გამოდის, მათ აღსადგენად კი დიდი რაოდენობით წყლის დალევა მოგვიწევს. სპეციალისტები ვარჯიშამდე რამდენიმე ჭიქა წყლის მიღებას, ვარჯიშის დროს პატარ-პატარა ყლუპებით პერიოდულად დალევას და ვარჯიშის დასრულების შემდეგ, რამდენიმე წუთში ერთი ჭიქა წყლის დალევას გვირჩევენ.

4. ზაფხულის პერიოდში ვარჯიშისთვის იდეალური დრო დილის 11.00 საათმდე და საღამოს 6.00-7.00 საათის შემდეგ პერიოდია - ამ დროს მზე შედარებით ნაკლებ აქტიურია და ვარჯიშიც გაცილებით სასიამოვნო იქნება.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები