წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ზამთარში კანის მოვლის საუკეთესო საშუალებები

ბლოგი:
დეკემბერი 14, 2012
ავტორი Anika
დაბალი ტენიანობა, ძლიერი ქარი და  ტემპერატურის ვარდნა, ზამთრის პერიოდში კანის გამოშრობის მთავარი მიზეზია. ეს ფაქტორები კანის ზედა ფენის ცვეთას იწვევს, რომელიც ტენიანობის შენარჩუნებას უწყობს ხელს, შესაბამისად იწყება აქერცვლა, დახეთქვა და კანის გაღიზიანება, როგორც სახეზე, ასევე ტანზე.

ცხიმიანი, ნორმალური და კომბინირებული კანის შემთხვევაში, ექსპერტები ისეთი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენებას გვირჩევენ, როგორიც არის გლიცერინი. იმ შემთხვევაში, თუ კანი ძალიან გამომშრალი და გაუხეშებულია, გამოიყენეთ ისეთი სახის დამარბილებლები, როგორიც არის პალმის ზეთი, რომელიც ხელს უწყობს ჰიდრატაციის აღდგენას. თუ კი უპირატესობას უცხიმო ფაქტურის საცხებს ანიჭებთ, მიმართეთ ისეთი შემადგენლობის პროდუქტს, რომლებიც არ შეიცავენ ცხიმს.

მოშვებული კანის შემთხვევაში, რეკომენდირებულია ამქერცლავი ფერმენტები, ხოლო ძალიან მგრძნობიარე კანისთვის - გამწმენდები დამატენიანებელი ეფექტით. სიცივე  იწვევს სისხლძარღვების შეკუმშვას, რომელიც ანელებს ახალი უჯრედების წარმოქნის პროცესს, რომელიც, თავის მხრივ, აქვეითებს კანის სითხის შეწოვის უნარს.



ზღვისპირა ადგილებში ქარი კანის გამოშრობის და სიწითლის მთავარი გამომწვევი მიზეზია. ამერიკელი დერმატოლოგი ჯენიფერ ლინდერი გვაფრთხილებს, რომ ასეთ ადგილებში კანი ნელ-ნელა იღებს არაჯანსაღ იერსახეს.

ამ ყველაფერთან საბრძოლველად, მიიღეთ ვიტამინი A, რომელიც ზრდის უჯრედის განახლებას და ამავე დროს გამოიყენეთ აბრეშუმის აქსესუარები, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი ალერგიულია შალის ქსოვილზე.

ექიმი მარვინ რაიანი თავის პაციენტებს ურჩევს, თვეში ერთხელ ჩაიტარონ სახის აქერცვლის პროცედურა, ხოლო ამის შემდეგ გამოიყენონ ლინოლეის მჟავა, რომელიც ხელს უწყობს კანში ისეთი ბარიერების წარმოქმნას, რომელიც, თავის მხრივს, ხელს უშლის სხვადასხვა მიკრობების შეღწევას. ყოველკვირეული დამამშვიდებელი ნიღბები, რომლებიც ავოკადოს ზეთისა და  მწვანე ჩაისგან შედგება, ხელს უწყობს გაღიზიანებული კანის ჩაცხრობას. ასევე ტუჩის ბალზამი და თვალის საცხი მზისგან დამცავი ეფექტებით, ხელს უწყობს მგრძნობიარე და დაუცველი ადგილების აღდგენას.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები