We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ზამთრის მაკიაჟი და კანის სიმშრალის პრევენცია

_from blog_:
_January_ 29, 2016
_by_ Anika
სეზონურ კანის მოვლაზე ანიკას ბლოგში არაერთხელ გვისაუბრია. შესაბამისად, არც ზამთრის ცივი კლიმატი დავტოვეთ უყურადღებოდ და სიცივიდან გამომდინარე აუცილებელ ადაპტაციაზეც ვისაუბრეთ. დღევანდელ პოსტში კონკრეტულად ზამთრის პერიოდში მაკიაჟის სავარაუდო ცვლილებებზე, კერძოდ, ტონალური საცხის პრობლემებზე მოგიყვებით და ვიზაჟისტების რამდენიმე სასარგებლო რჩევასაც გაგიზიარებთ.

მოკლედ, ბლოგს ვინც თვალს ადევნებთ, უკვე იცით, რომ ზამთრის კანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე ზედმეტად გამოშრობა, აქრცლილი, გაღიზიანებული და ალაგ-ალაგ შეწითლებული კანია. სახის მოვლის სათანადო ზომების გარდა, ამ უსიამოვნო სიმპტომების პრევენციაში დახმარება ტონალური საცხის ცვლილებითაც შეგვიძლია.

landscape-1430339154-foundation-mistakes2

1. ზოგადად, ზამთრის პერიოდში, მზის სხივების ნაკლებობის გამო, კანის ფერი შედარებით ღია ხდება, რის გამოც, ჩვენც შესაბამისად ღია ტონალობის საცხს ვარჩევთ ხოლმე. ვიზაჟისტები გვირჩევენ, რომ არ მივაქციოთ ყურადღება გაღიავებულ კანს და ჩვენს ბუნებრივ ფერთან შედარებით ნახევარი ტონით მუქი ტონალური საცხი შევიძინოთ - ასე კანს უფრო "გავათბობთ".

2. ამ პერიოდში კრემისებური კონსისტენციის ტონალურის შერჩევაა რეკომენდებული: ისეთი, რომელიც ადვილად შეიწოვება კანზე და სახის ტონს ერთგვაროვნებას მისცემს. მნიშვნელოვანია, რომ ტონალურ საცხს კარგი დამატენიანებელი ეფექტიც ქონდეს - ასე წვრილი ხაზები და ნაოჭები შეუმჩნეველი გახდება.

3. არ დაგვავიწყდეს კანისთვის აუცილებელი ტენიანობის შენარჩუნება. ჯანმრთელი და ლამაზი კანი საჭირო დატენიანების გარეშე მიუღწეველ მიზნად დარჩება. ამიტომაც, დღის განმავლობაში 2 ლიტრი წყლის დალევა სავალდებულო წესად აქციეთ.

4. თუ თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ, კოსმეტოლოგები ასეთ შემთხვევაში მინერალების შემცველ ტონალურ საცხს გვირჩევენ - ისინი იდეალურად ნაწილდება კანზე და უცებ შრება, ისე რომ კანი არ ცხიმიანდება ზედმეტად.

_OTHER BLOGPOSTS_