წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ზამთრის სეზონის საუკეთესო თვალის ჩრდილების პალეტები

ბლოგი:
ნოემბერი 10, 2014
ავტორი Anika
სეზონურ კოსმეტიკურ სიახლეებს ანიკას ბლოგის მკითხველებს ყოველთვიურად ვაცნობ: ზოგჯერ ზოგადად ყველაზე საინტერესო სიახლეებს მიმოვიხილავთ ხოლმე, ხანაც კატეგორიების მიხედვით ვაჯგუფებთ და ამ კატეგორიის ყველაზე გამორჩეულ პროდუქტებს თუ ინოვაციურ პროდუქტებს ვეცნობით.

დღეს ზამთრის სეზონის ყველაზე მომხიბვლელ, განსაკუთრებულ და მაცდურ თვალის ჩრდილების პალეტებს გაგაცნობთ, რომელთაც ერთი რამ აქვთ საერთო: ყველა მათგანი მბზინვარებას გულისხმობს. მბზინვარება ძირითადად მაინც საღამოს მაკიაჟთან და სადღესასწაულო ჩაცმულობასთან არის ასოცირებული, ამიტომაც, ბოლო რამდენიმე პალიტრა სწორედაც რომ საახალწლო საღამოებისთვის არის იდეალური: თამამი, მყვირალა და ნეიტრალური ფერების კომბინაცია, მდგრადი, მაღალი ხარისხის ჩრდილები თქვენს მოლოდინს აუცილებლად გაამართლებს. მოდით, გადავიდეთ პროდუქტების გაცნობაზე.
Photo Op On the Rocks, Smashbox - პალეტში 28 თვალის ჩრდილია წარმოდგენილი, ნეიტრალურიდან საკმაოდ ღრმა და მუქ ტონალობამდე. ეს ფერები მარტივად ერევა ერთმანეთში და განცალკევებულად გამოსაყენებლადაც გამოსადეგია.

Le Prismissime Yeux Noirs en Folie, Givenchy - ულამაზეს, საკოლექციო შეფუთვაში მოთავსებულია 9 შავი ჩრდილი და თითოეულ მათგანში სხვადასხვა ფერის მბზინავი ნაწილაკებია დამატებული. ძალიან ნაზი ტექსტურის ჩრდილები მარტივი წასასმელია და სწრაფად ქმნის ეფქეტურ მაკიაჟს. თქვენი არ ვიცი და პირადად მე, ამ ულამაზეს შავ შეფუთვას აუცილებლად შევინახავდი!

Bobbi-Brown-Smokey-Nudes-Eye-Palette

Smokey Nudes Eye Palette, Bobbi Brown - ბობი ბრაუნის ვიზაჟისტებმა გადაწყვიტეს, რომ ამ სეზონზე smokey მაკიაჟი ოქროსფერ ტონალობებში იყოს გადაწყვეტილი, ამიტომაც ახალ კოლექციაში ზუსტად ამ ფერების ჩრდილებია თავმოყრილი. თავად ბობი ბრაუნის თქმით, ამ პალეტის მეშვეობით სულ რაღაც 5 წუთში შეგიძლიათ დღის მაკიაჟი საღამოს მომხიბვლელ მაკიაჟად აქციოთ მინიმალური ძალისხმევით.

Bobbi-Brown-Smokey-Nudes-Eye-Palette

Les 5 Ombres Oiseaux De Nuit, Chanel – 5 განსხვავებული ჩრდილისგან შემდგარი პალეტით თავისუფლად შეძლებთ სხვადასხვა გარდასახვების მორგებას და განწყობების მიხედვით თამაშს.

Chanel-Les-5-Ombres-Oiseaux-de-Nuit-review

Palette de Maquillage, Clarins - ამ ნაკრებში 4 თვალის ჩრდილის გარდა, 2 კომპაქტური, ნაზი ვარდისფერი ტონალობის რუჟი და 2 პომადა არის შესული, რაც საოცრად პრაქტიკული მიქსი გამოდის არამხოლოდ ყოველდღიურად გამოსაყენებლად, არამედ საღამოს მაკიაჟის შესახებ.

palette-petrouchka

Palette Petrouchka, Christmas, Guerlain - ულამაზესი შეფუთვის ზედა სართულზე 5 თვალის ჩრდილია მოთავსებული, ქვემოთ კი გლუვი და მბზინვარე 4 ფერის რუჟია განლაგებული.

5 Couleurs, 756 Golden Shock, Dior – დიორის ამ ცნობილი პალეტის ორი ახალი ვერსია მდიდრული და სუპერეფექტური მაკიაჟის შექმნაში დაგეხმარებათ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები