ბლოგი:
დეკემბერი 06, 2016
ავტორი Anika
დიეტოლოგები ყოველთვის იმეორებენ, რომ სეზონური პროდუქტები საუკეთესო არჩევანია: გაზაფხულ-ზაფხულზე იმ ხილის და ბოსტენულის მირთმევა, რომელიც ამ პერიოდში ხარობს, ხოლო შემოდგომა-ზამთარში - ამ სეზონისთვის დამახასიათებელი. რომელი პროდუქტების მირთმევაა რეკომენდებული ზამთრის სეზონზე?
ასკილი - ის ძლიერი ანტიოქსიდანტია, ვიტამინების და მინერალების საბადო. 100 გრ. მშრალ ასკილში 1200 მგ c ვიტამინია, რაც 20-ჯერ აღემატება ფორთოხლის შემადგენლობას, 30-ჯერ კი ლიმონისას. ამას გარდა, ასკილი მდიდარია კალციუმით, რკინით და კალიუმით. ასკილის ნახარში და ნაყენი იმუნიტეტს აძლიერებს და იმავდროულად ნივთერებათა ცვლასაც აჩქარებს. თავისი ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედების გამო, ასკილი დაბერების პროცესსაც აფერხებს. შეგრილებულ ასკილის ნახარშს ცოტა თაფლით თუ დაატკბობთ, ოჯახის ყველაზე მცირეწლოვანები ნასიამოვნები დარჩებიან.
ხურმა - ხურმა მდიდარია უჯრედისით (ოჯერ მეტს შეიცავს, ვიდრე ვაშლი) , უჯრედისი კი თავის მხრივ, კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებას და ტოქსინების გამოდევნას უწყობს ხელს. კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის გაუმჯობესებით ხარჯზე ხურმა ზოგადად ორგანიზმის იმუნიტეტს აძლიერებს. ის დიდი ოდენობით შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, კალციუმს, რკინას, თუთიას. მასში შემავალი ლიკოპენი დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს, ვიტამინები კი იმუნიტეტს აძლიერებენ.
გრეიფრუტი - ციტრუსების ოჯახის ღირსეული წარმომადგენელი გრეიფრუტი ანტიმიკრობული თვისებებით გამოირჩევა და ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს. მასში შემავალი ნარინგინის დახმარებით, ის ცხიმების წვას უწყობს ხელს. C ვიტამინის შემადგენლობით გრეიფრუტი ფორთოხალს უტოლდება: ერთ საშუალო ხილი დღის დოზის 50%-ს შეიცავს.
ხილის ჩირი - ჩირი ძალიან სასარგბელო და მოსახერხებელი რამაა, ვინაიდან მასში თითქმის სრულად ნარჩუნდება სასარგებლო ნივთერებები, გამოშრობის პროცესში კი ეს სასარგბელო ნაკრები კიდევ უფრო მეტად კონცენტრირებული ხდება. ხილის ჩირი, განსაკუთრებით კი გარგარის ჩირი, შავი ქლიავის ჩირი ძალიან კარგად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებაზე. ბავშვებისთვის ჩირი შეგიძლიათ ბრინჯის ტკბილი ფლავის ინგრედიენტებად აქციოთ.
წითელი ჭარხალი - უჯრედისის და ორგანული მჟავების წყალობით, ჭარხალი სტიმულირებას უწევს კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებას და მას მავნე ბაქტერიებისგან ათავისუფლებს. ამას გადა, ჭარხალი ღვიძლის ცხიმებისგან გამოთავისუფლებას, სისხლძარღვების გაჯანსაღებას უწყობს ხელს.
თევზი - ზამთარში მზის სხივების და შესაბამისად, D ვიტამინის დეფიციტის გამო, ამ ვიტამინის მარაგის შესავსებად თევზეული საუკეთესო არჩევანია. მიირთვით ოჯახის სრული შემადგენლობით გრილზე შემწვარი ორაგული, კალმახი, კეტა, ხეკი, ვირთევზა, სკუმბრია - D ვიტამინის გარდა ისინი დიდი ოდენობით შეიცავენ ომეგა-3 ცხიმ-მჟავას და ცილებს.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა