ბლოგი:
ნოემბერი 28, 2012
ავტორი Anika
კარგად თუ დააკვირდებით, არ გაგიჭირდებათ იმის მიხვედრა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ადამიანები უპირატესობას შეძლებისდაგვარად ბუნებრივ ვარცხნილობას ანიჭებენ. დიდი ოდენობით ლაქი, ჟელე ფიქსატორები, მუსები და სტაილინგის და ფიქსაციის არსენალის სხვა ელემენტები, ისეთი რაოდენობით არათუ სახლში, არამედ სალონებშიც კი აღარ გამოიყენება. მოკლედ, ახლა მოდაში ბუნებრივი მეთოდებით მოვლილი თმებია. ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა კი თმის გაჯანსაღებაზე ნატურალური ზეთებით ზრუნვაა. ყველაზე დიდი პოპულარობით კი ამ ეტაპზე ისეთი კოსმეტიკური ზეთებია, რომლებიც თმებს მთელ სიგრძეზე სწორს და მოვლილს ხდის და არავითარი დამატებითი დავარცხნა არ სჭირდება. დღევანდელ პოსტში კი რამდენიმე ასეთი ზეთის შესახებ მინდა მოგიყვეთ.
Kérastase Elixir Ultime Les Grands Crus ყველა დადებითი თვისების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, ასე რომ მოკლედ გეტყვით: თმის ზეთების ინდუსტრიაში Kérastase ნამდვილად საუკეთესოა! ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან დაიწყეს ამ მარკის სპეციალისტებმა, წელს, შემოდგომაზე კი 4 ახალი პროდუქტი გამოუშვეს: არგანის, სიმინდის, კამელიის და pracaxi-ს ზეთზე დამზადებული. ამ ზეთების მოხმარება მრავალნაირად არის შესაძლებელი: შეიძლება მათი ღამით წასმა და შრატის სახით თავზე დატოვება; შესაძლოა ისინი თმის სალონში დავარცხნამდე წავისვათ და ამით ფენის ზემოქმედებისგან დავიცვათ თმები;
ზეთი Redken All Soft Argan-6 Oil, რომელიც გამოსვლის დღიდან თმის სტილისტების ერთ-ერთ საუკეთესო დამხმარედ იქცა, თმების გასწორების მიმართულებით. არგანის ზეთის, ომეგა 6 და კერატინისგან შემდგარი სიახლე თმის ღერებს ამაგრებს და მათ, გასწორებასთან ერთად, ჯანსაღ ბზინვარებასაც ანიჭებს. კარგია ის, რომ ამ ზეთის გამოყენება ყოველდღიურადაც არის შესაძლებელი და ნუ შეგიშენდებათ ცხიმიანი ეფექტის - პროდუქტი თმაში წამიერად ქრება.
და ბოლოს, Wella System Professional Luxe Oil, რომელიც თმის ღერების შემადგენლობაში კერატინის შენარჩუნების მეთოდების კვლევის დროს შეიმუშავეს ექსპერტებმა. ამ პროდუქტში ნუშის, არგანის და ჟოჟობას ზეთებია გაერთიანებული, რომლებიც თმის ღერებში ღრმად აღწევს და მათ წამიერად ანიჭებს სისწორეს, ხელს უწყობს თმის ტენიანობის შენარჩუნებას და დაზიანებული, გამომშრალი თმის ღერების აღდგენას.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა