წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

საქართველოს ქალაქების ილუსტრირებული სერია „ბაკურიანის“ ეტიკეტზე რომ გაიცნობ, უფრო შეგიყვარდება!

მარტი 31, 2023
მინერალური წყალი „ბაკურიანი“ საქართველოს ქალაქების პოპულარიზაციას აგრძელებს. ამჯერად ბრენდმა ეტიკეტებზე საქართველოს რვა ქალაქის ამსახველი ილუსტრაციები გადაიტანა და ადგილობრივ მომხმარებელს და ტურისტებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სიმბოლოდ ქცეული ადგილები კიდევ ერთხელ შეახსენა. „ბაკურიანის“ ახალ, ფერად ეტიკეტებზე მომხმარებელი იპოვის საყვარელი ქალაქების - თბილისის, რუსთავის, თელავის, ახალციხის, ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის და მესტიის ავთენტურ ადგილებს.
ვრცლად

„ბაკურიანი 0+“ - წყალი ჩვილი ბავშვებისთვის, ორმაგი ფილტრაციით და ბუნებრივი მინერალებით ცხოვრების პირველივე დღიდან საჭმლის მოსამზადებლად და დასალევად

თებერვალი 16, 2022
კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული, ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ბაზარზე ახალი პროდუქტით გამოჩნდა. პირველად საქართველოში, ინოვაციური ბრენდი მომხმარებელს საბავშვო წყალს სთავაზობს. “ბაკურიანი 0+” - ეს არის სუფთა წყაროს წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ჩვილი ბავშვებისთვის ორმაგი ფილტრაციით, რომელიც დუღილის შემდეგაც, ინარჩუნებს ბავშვებისთვის სასარგებლო ბუნებრივ მინერალებს და მისი გამოყენება რეკომენდებულია პატარებისთვის როგორც საჭმლის მოსამზადებლად, ასევე საჭიროების შემთხვევაში დასალევად.
ვრცლად

„დალიე და ითამაშე“ - „ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლებზე დისნეის პრინცესების მეორე სერია გამოჩნდა!

აპრილი 15, 2021
სიახლე „ბაკურიანის“ პატარა მომხმარებლებისთვის, სათამაშო წყლის ბოთლებზე დისნეის პრინცესების მეორე სერია გამოჩნდა. ფიფქია, ბრეივი, რაპუნცელი, პოკაჰონტასი და სოფია - ამ პერსონაჟებით გაფორმებული „ბაკურიანი“ უკვე გაყიდვაშია. სწორედ ამ გმირების და „ბაკურიანის“ კოლაბორაციით გაგრძელდა, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოსა და უოლტ დისნეის თანამშრომლობა და 2021 წლის დასაწყიში, ბავშვების და მათი მშობლების საყვარელი გმირებით „ბაკურიანის“ პრინცესების მეორე სერია შეიქმნა.
ვრცლად